logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ვფიქრობთ, რომ მთლიანად არის შესრულებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები
- +

23 სექტემბერი. 2020. 12:04

 

 

 

„საერთო სასამართლოების  შესახებ კანონთან დაკავშირებით რეკომენდაციები თავის დროზე  წარმოადგინა ვენეციის კომისიამ“, - განაცხადა  „ ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტვ „იმედის“ ეთერში. 

 

„კანონში არცერთი ნორმა არ იყო ისეთი, რომელიც  ვინმეს შეიძლებოდა სამართლებრივად არასწორად, გაუმართავად მიეჩნია, რაც დაადასტურა საკონსტიტუციო სასამართლომ, სადაც გასაჩივრებული იყო ეს კანონი, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ აქამდე მოქმედი კანონი მთლიანად შეესაბამებოდა კონსტიტუციას. ჩვენი ამოცანა იყო კიდევ ერთხელ გადაგვეხედა პროცედურისთვის ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიხედვით. სამი ძირითადი რეკომენდაცია იყო. პირველი ეხებოდა დასაბუთებას. აქ დაზუსტდა მთელი რიგი რეგულაციები, რომელიც უკავშირდებოდა გადაწყვეტილების დასაბუთებას. ანუ ქულებით ფასდებიან კანდიდატები, ამის შემდეგ უკვე საერთო დასაბუთება უნდა შედგეს  საბჭოს თითოეული წევრის მიერ. ეს სათანადოდ არის ასახული კანონპროექტში, რაც ჩვენ უკვე  ორი მოსმენით მივიღეთ. მეორე ეხებოდა გასაჩივრების წესს, რასთან დაკავშირებითაც გვაქვს ძალიან მკაფიო რეგულაციები. ახალი კანონპროექტის მიხედვით, გადაწყვეტილება  გასაჩივრებას ექვემდებარება უზენაეს სასამართლოში. კანონპროექტში პირდაპირ წერია, რომ  გასაჩივრება აჩერებს გადაწვეტილების აღსრულებას ან პროცედურის გაგრძელებას. ესეც იყო ერთ-ერთი რეკომენდაცია. გამჭვირვალობის, ღიაობის ნაწილში მივიღეთ გადაწყვეტილება და კენჭისყრა ღიაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შიგნით, რაც ნიშნავს იმას, რომ  როდესაც გადაწყვეტილება მიიღება იმის თაობაზე, თუ ვინ ვის მისცა ხმა, ვინ როგორ შეაფასა და ა.შ. ეს ცნობილი ხდება საბჭოს თითოეული წევრისთვის და  უფრო მეტიც, მოგვიანებით, თუ რომელიმე კანდიდატს სურვილი ექნება გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება, სრული ინფორმაცია (მათ შორის, საბჭოს წევრების სახელის და გვარის მითითებით) მიეწოდება გამსაჩივრებელ პირს ანუ შესაბამის კანდიდატს. 

 

შესაბამისად, ღიაობის პრინციპიც არის სრულად ასახული ამ კანონპროექტში. რეკომენდაციების ასახვისას გვქონდა ძალიან მჭიდრო კონსულტაციები თითოეულ ფორმასთან და ჩანაწერთან დაკავშირებით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან  მთელი ამ დღეების განმავლობაში. ვფიქრობთ, რომ მთლიანად არის შესრულებული ის რეკომენდაციები, რომელიც ვენეციის კომისიამ წარმოადგინა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner