logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: კრიმინალები, რომელთაც აქვთ დადასტურებული დანაშაული, პოლიტიკაში არ უნდა რჩებოდნენ
- +

23 სექტემბერი. 2020. 12:29

 

 

„წინასაარჩევნო განწყობა მაქვს ძალიან პოზიტიური და დარწმუნებული ვარ დამაჯერებელ გამარჯვებაში. რა თქმა უნდა, ეს საზოგადოებაზეა დამოკიდებული, თუმცა დღეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ საზოგადოების განწყობა არის პოზიტიური „ქართული ოცნების“ მიმართ და ეს გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტვ „იმედის“ ეთერში.

 

მისი თქმით, დასავლურ პოლიტიკაში არსებობს ძალიან მკაცრი სტანდარტი პოლიტიკოსებთან მიმართებაში.

 

„ეს სტანდარტი გულისხმობს იმას, რომ თუ პოლიტიკოსს აქვს ჩადენილი კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაული, მას აღარ აქვს პოლიტიკაში დარჩენის უფლება. ეს სტანდარტი ჯერ, სამწუხაროდ, არ მოქმედებს საქართველოში. ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია პოლიტიკური კულტურა. 30 წელია გასული, რაც ჩვენი დამოუკიდებლობა აღდგა და, რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური კულტურაც განვითარდება. კრიმინალები, რომელთაც აქვთ დადასტურებული დანაშაულები, ბუნებრივია, პოლიტიკაში არ უნდა რჩებოდნენ. ეს სტანდარტი საქართველოში საბოლოოდ აუცილებლად დამკვიდრდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner