logo_geo
eng_logo
მარიამ ლაშხი: როდესაც ვაბარებდი მეუბნებოდნენ, რომ ქერა და ცისფერთვალება გოგონას საქმე არაა ტექნოლოგიები
- +

24 სექტემბერი. 2020. 01:41

 

 

„სტერეოტიპები ნამდვილად არსებობს. როდესაც ვაბარებდი საინჟინრო ტექნოლოგიებზე მეუბნებოდნენ, რომ ქერა და ცისფერთვალება გოგონას საქმე არ არის ტექნოლოგიები“, - ამის შესახებ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ და „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეცხრამეტე ნომერმა, მარიამ ლაშხმა „ღია ეთერში“ განაცხადა.

 

„ჩვენ სწორი პროგრამებით შევძელით ის, რომ 15%-იანი თანამონაწილეობა ქალების ტექნოლოგიებში ავიყვანეთ 35%-მდე. სტერეოტიპები ნამდვილად არსებობს. როდესაც ვაბარებდი საინჟინრო ტექნოლოგიებზე მეუბნებოდნენ, რომ ქერა და ცისფერ თვალება გოგონას საქმე არ არის ტექნოლოგიები. თუმცა, ეს იცვლება და ჩვენ ვხედავთ, რომ იმ პოპულარობით, ცნობადობის ამაღლებით და ქალების მიერ შექმნილი ინოვაციური გამოგონებებით, მათი შექმნილი სტარტაპების შედეგებით ვხედავთ, რომ ძალიან გაზრდილია თანამონაწილეობა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტიპის ჩართულობისათვის, განსაკუთრებით რეგიონებში, იყოს სწორი პროგრამები, რომ უფრო მეტი ქალების მონაწილეობა იყოს ტექნოლოგიებში და ეს ბალანსი კიდევ უფრო კარგად განვავითაროთ“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner