logo_geo
eng_logo
მირიან ნიკოლაძე: ყველაფერი იღონა, რომ ჩვენი ოჯახის ტრაგედია გადაექცია პოლიტიკური განკითხვის საგნად
- +

24 სექტემბერი. 2020. 02:58

 

 

 

„მთავარი“ არხი, მისი გენერალური დირექტორის ბატონი გვარამიას წინამძღოლობით აპოლოგეტი გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის“, – ამის შესახებ გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, გიორგი შაქარაშვილის საქმეში უსამართლობის მთავარი ხაზი სწორედ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიაზე გადიოდა, რომელსაც სურდა, რომ შაქარაშვილების ოჯახის ტრაგედია პოლიტიკური განკითხვის საგნად ექცია.

 

„უსამართლობის ყველაზე დიდი ტალღა ჩვენ ვიგრძენით საზოგადოების მცირე ნაწილისგან, რომელიც ასოცირდებოდა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან და მის ხელქვეით ტელევიზიასთან, რომელმაც ყველაფერი იღონა და საბედნიეროდ არაფერი გამოუვიდა, რომ გიორგის და ჩვენი ოჯახის ტრაგედია გადაექცია პოლიტიკური განკითხვის საგნად. მათ ვპირდები, რომ ეს არასდროს მოხდება.

 

ამის პარალელურად, ვგრძნობდით ასეულობით ადამიანებისგან ღია მხარდაჭერას, კომუნიკაციის უამრავი ფორმით.

 

ღიად ვამბობ, იყო რამდენიმე მცდელობა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ცდილობდნენ, რომ რამენაირად ოჯახი დაეყოლიებინათ, რათა ამ საქმისთვის მათთვის სასარგებლო კალაპოტი მიეცათ.

 

ეს იყო „მთავარი“ არხი, მისი გენერალური დირექტორის ბატონი გვარამიას წინამძღოლობით აპოლოგეტი გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის“. ისინი მუდმივად ცდილობდნენ, რომ ამ საქმიდან თავიანთთვის სასარგებლო გამოეყვანათ. დღეს თქვენ ხედავთ, რომ მათ გაიმაიმუნეს და თავი მოიჭრეს ჩვენს საქმეზე.“ – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner