logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: 8-წლიანი უიშვიათესი პერიოდია, ომი არ ყოფილა ქვეყანაში
- +

16 ოქტომბერი. 2020. 12:57

 

 

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ნამდვილი რიცხვები“ დავითგარეჯის საკითხზე საუბრისას, განსაკუთრებით აღნიშნა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წვლილი რუკების მოძიების პროცესში: „ჩვენი პარტიის თავმჯდომარემ მოახერხა უნიკალური რამ - შექმნა პრეცედენტი, რაც ქართველებს ბოლო 30 წელია არ გვინახავს და ამას არ უფიქრდება არავინ, საუბედუროდ, იმიტომ, რომ არ გვესმის მშვიდობის ფასი“.

 

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა არის 8-წლიანი უიშვიათესი პერიოდი, როდესაც ომი არ ყოფილა ქვეყანაში. მინისტრის განცხადებით, მტრული ძალა მუდმივად ცდილობს, ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია და ქაოსი.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა ოპონენტების ბრალდებებსაც უპასუხა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ეს არის „რუსული დაკვეთა“.

 

„ეს არის პატრიოტული, ეროვნული საქმე, რომელიც ბატონი ბიძინას ჩართულობით, მისი უშუალო დავალებით და ხელმძღვანელობით განხორციელდა,“ - აღნიშნა მან. „მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ საქმეს ჩვენ მივიყვანთ ბოლომდე, რა თქმა უნდა, კონსტრუქციული დიალოგით, ცივილიზებულ ფორმებში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან ერთად“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. საუბრის დასასრულს, თავდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც რუკების მოძიების პროცესში აქტიურად მონაწილეობდა. 

 

 

right_banner
არქივი
right_banner