logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ეს არის მოკლე რეზიუმე, იმ სტრატეგიული ობიექტების ჩამონათვალი, რომელიც უშუალოდ სააკაშვილის დავალებით გადაეცა რუსეთს
- +

16 ოქტომბერი. 2020. 12:59

 

 

„მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო მოსახლეობას, რეალურად ვინ არის რუსული ინტერესების გამტარებელი ქვეყანაში. ხელთ მაქვს მოკლე რეზიუმე, იმ სტრატეგიული ობიექტების ჩამონათვალი, რომელიც უშუალოდ სააკაშვილის დავალებით გადაეცა რუსეთს, რუსულ სახელმწიფო კომპანიებს“, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ საუბრისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა სტუდიაში იმ ობიექტების ნუსხა წარმოადგინა, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში რუსულ სახელმწიფო კომპანიებს გადაეცათ.

 

„მე ახლა ამ მოღალატეებს მივმართავ, მაშინ, როცა ბატონი, თქვენი ბოროტი მასხარა, გარყვნილი სააკაშვილი გადასცემდა ენგურჰესს, ჟინვალჰესს, რიონჰესს, გუმათი 1, გუმათი 2, შაორჰესს, ვარციხე, ხრამი, ეს ყველაფერი გადაეცა „რაო“-ს და რუსულ სახელმწიფო კომპანიებს, აღარ გავაგრძელებ... სად იყვნენ ეს ადამიანები?! სად იყვნენ მაშინ, როდესაც სრული მწვანე შუქი ჰქონდათ მიცემული ომამდე და ომის შემდეგ?! მაშინ, როცა აქ ამტკიცებდა, რომ პროდასავლური იყო. ეს არის რეალურად რუსული სპეცოპერაციის ნაყოფი. რეალურად, სააკაშვილი მოვიდა პრიმაკოვის გარანტიით, მისი ბიძა ცნობილია, როგორც კგბ-ს პოლკოვნიკი და იარაღის „ბარიგა“, არ მოვერიდები ამის თქმას. ეს ხალხი ებრძვის ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. არჩევანი არის ჩვენს ხალხზე. ჩვენ ან ავირჩევთ პატრიოტიზმს, ან ავირჩევთ ღალატს“, - განაცხადა მინისტრმა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner