logo_geo
eng_logo
კახა კახიშვილი: ტყუილ დაპირებებს არასდროს გავცემ, საპარლამენტო ცხოვრების შემდეგ ქუჩებში უნდა ვიარო და ადამიანებს თვალებში ჩავხედო
- +

16 ოქტომბერი. 2020. 20:08

 

 

„ყველა ჩემი საარჩევნო შეხვედრა იწყება იმით, რომ ყველას ვეუბნები, რომ ტყუილ დაპირებებს არასდროს არ გავცემ“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“, ისნის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა განაცხადა.

 

 

„ცხოვრებაში ყველაზე რთული ტყუილია. ის ოთხი წელი გავა საპარლამენტო ცხოვრების და შემდგომში იმის თავი უნდა გქონდეს, ქუჩებში უნდა იარო და ადამიანებს თვალებში შეხედო. ზოგიერთები ისეთ დაპირებებს გასცემენ, რომ მაჟორიტარი დეპუტატის კი არა, პრემიერობის შემთხვევაშიც რთული გადასაწყვეტი იქნება“, - აღნიშნა კახიშვილმა.

 

 

მისი თქმით, მაგალითად, დაპირება ბანკის ვალების განულებაზე, ეს წარმოუდგენელია, რადგან ყველა ბანკი კერძოა და მათი აქციები უცხოეთის ბირჟებზე იყიდება.

 

 

„ამ შემთხვევაში, ამ დაპირებით ჩვენ ისევ ძალადობისკენ მივდივართ რადგან უნდა მოხდეს ძალოვანი უწყებების და სახელმწიფო ბერკეტების გამოყენება, რომ ეს დაპირება შესრულდეს, სხვა შემთხვევაში ეს შეუძლებელია“,- აღნიშნა კახიშვილმა.

 

 

კახა კახიშვილის განცხადებით, ის ტყუილ და ცრუ დაპირებებს არ გასცემს, თუმცა აცხადებს, რომ პრობლემების არსებობის შემთხვევაში ის ადამიანების გვერდზე იქნება.

 

„ხალხი ბრძენია და ძალიან კარგად ერკვევა, რომელია ტყუილი დაპირება“, - აღნიშნა კახიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner