logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: გუშინ ნიკოლოზ ვაშაკიძემ პირდაპირ დაადასტურა, რომ დავითგარეჯას საქმე იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება
- +

16 ოქტომბერი. 2020. 23:20

 

 

„ვის წარმოუდგენია, რომ ამ დიქტატორის, ამ მასხარა სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც არის ტერიტორიების დემარკაცია-დელიმიტაცია და ტერიტორიების შეთანხმება მეზობელ ქვეყანასთან, განხორციელდა უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების გარეშე?! ეს ხომ აფსურდია!“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გიორგი გაჩეჩილაძესთან, იგივე „უცნობთან“ რადიოგადაცემაში სტუმრობისას განაცხადა.

 

 

„ჩემი შინაგანი რწმენით, მე ღრმად მჯერა, რომ ეს ადამიანები, რომლებიც დავითგარეჯას საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ პირველ ეტაპზე გამოკვეთა და პასუხისგებაში მისცა, არიან ჩვეულებრივი შემსრულებლები. ვის წარმოუდგენია, რომ ამ დიქტატორის, ამ მასხარა სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც არის ტერიტორიების დემარკაცია-დელიმიტაცია და ტერიტორიების შეთანხმება მეზობელ ქვეყანასთან, განხორციელდა უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების გარეშე?! ეს ხომ აფსურდია! გამორიცხულია!“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

„გუშინ, ფაქტობრივად, მოვისმინეთ აღიარება - გამოვიდა ერთ დროს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაშაკიძე, რომელმაც პირდაპირ დაადასტურა, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ასევე, მოვისმინეთ ბატონი ნოღაიდელის განცხადება, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებაში ერთ დროს პრემიერ-მინისტრი იყო - მან ასევე თქვა, რომ ეს იყო სააკაშვილის დონეზე მიღებული გადაწყვეტილება და დასკვნა, რომ დავითგარეჯას კომპლექსის ნაწილი, მათი შეთანხმების მიხედვით, აღმოჩნდა აზერბაიჯანის მხარეს“ - აღნიშნა მინისტრმა. 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner