logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: როდესაც ასეთ დროს ცდილობ პოლიტიკური ქულების დაწერას, ეს არის ბევრად უფრო მძიმე რამ, ვიდრე პოლიტიკური მაროდიორობა
- +

22 ოქტომბერი. 2020. 03:56

 

„როდესაც 19 ადამიანის სიცოცხლე დგას რისკის ქვეშ და ასეთ დროს შენ ცდილობ პოლიტიკური ქულების დაწერას, ეს არის ბევრად უფრო მძიმე რამ, ვიდრე პოლიტიკური მაროდიორობა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „პოზიციაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, დღეს დღევანდელი დღე ერთგვარი ლუსტრაცია იყო.

 

„ერთგვარი ლუსტრაცია იყო დღევანდელი დღე, არაფერი განსაკუთრებული სამწუხაროდ, არ ხდებოდა იმ მედიაში რომელზეც ვსაუბრობთ, უბრალოდ გამძაფრებულად დავინახეთ ჩვენ ის სურათი, რომელსაც ვხედავთ ყოველდღიურ რეჟიმში. ეს სურათი იყო განსაკუთრებულად მძიმე და განსაკუთრებულად გამოიხატა უპასუხისმგებლობა, რომლითაც გამოირჩევა ეს მედიასაშუალებები და ასევე, რა თქმა უნდა, ის პოლიტიკოსები, რომლებიც არიან ამ ტელევიზიებთან კავშირში. როდესაც ასეთი მძიმე რამ ხდება, როდესაც 19 ადამიანის სიცოცხლე დგას რისკის ქვეშ და ასეთ დროს შენ ცდილობ პოლიტიკური ქულების დაწერას, ეს არის ბევრად უფრო მძიმე რამ, ვიდრე პოლიტიკური მაროდიორობა. აბსოლუტურად გაუგონარი რამ არის, როდესაც ასეთ დროს შენ ცდილობ, რომ რამენაირად ქულები დაიწერო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner