logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ხაზია მუდმივი შეტევა მართლმადიდებელ ეკლესიაზე
- +

22 ოქტომბერი. 2020. 11:40

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დღემდე მტრობენ მართლმადიდებელ ეკლესიას. ადამიანი ან მორწმუნეა, ან არამორწმუნე. შეიძლება ადამიანი იყოს არამორწმუნე, მაგრამ თუ იგი რაციონალურია და რაღაც გრძნობები აქვს, ხომ უნდა აცნობიერებდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი არ სწამს, ესაა მისი ეროვნული იდენტობის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ილია ჭავჭავაძემ სამ სიტყვაში ჩამოაყალიბა: მამული, ენა, სარწმუნოება“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში.

 

მან მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ განხორციელებული ქმედებები გაიხსენა.

 

„სარწმუნოებასთან დაკავშირებით დღემდე რასაც აკეთებენ, ხედავთ. მათი „გლავკანალის“ ერთ-ერთი მთავარი ხაზი არის მუდმივი შეტევა ეკლესიაზე. ამ პოლიტიკური პარტიის მეათე ნომერი იწყებს თავის კამპანიას იმით, თუ როგორ უნდა ჩამოართვას საბიუჯეტო დაფინანსება მართლმადიდებელ ეკლესიას. ამით აპირებს თავისი პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას, როცა შევა პარლამენტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner