logo_geo
eng_logo
ლაშა შენგელია: თავდამსხმელი ძალიან შეშფოთდა, როცა კადრებში მძიმე ტექნიკა ნახა და იქ ცოტა დაიძაბა სიტუაცია
- +

22 ოქტომბერი. 2020. 21:09

 

 

„არანაირი ძალადობა არ იყო. ჩვენ გვკითხა, ვინ მოდიხართ ჩემთან ერთადო“, - ამის შესახებ ლაშა შენგელიამ განაცხადა, რომელიც ზუგდიდში, ,,საქართველოს ბანკზე" თავდასხმისას მძევალი იყო.

 

მისი თქმით, გამტაცებელმა თავადაც არ იცოდა საით უნდა წასულიყო და უკანა გზას ამოწმებდა, რადგან აინტერესებდა აედევნენ თუ არა სამართალდამცველები.

 

"ძალიან მოზომილი იყო. არანაირ დისკუსიაში არ შემოდიოდა. გვეუბნებოდა ისე მოიქეცით, ასე მოიქეცითო.  ერთადერთი ბატონმა ავთომ განმუხტა სიტუაცია. თავდამსხმელი ძალიან შეშფოთდა, როცა კადრებში ნახა მძიმე ტექნიკა და იქ ცოტა დაიძაბა სიტუაცია.

 

არანაირი ძალადობა არ იყო. ჩვენ გვკითხა, ვინ მოდიხართ ჩემთან ერთადო. ბატონი ავთოს გარდა უნდა ყოფილიყო კიდევ სამი მძევალი. ჩვენ თავად გამოვხატეთ სურვილი, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ქალი იყო. შეგვბოჭა და ისე ჩაგვსვა მანქანაში. საჭესთან ერთ-ერთი მძევალი იჯდა, ის დასვა, მე გვერდით მომიჯდა თვითონ. ერთი მძევალი გვერდით მეჯდა ბულიაა გვარად და მის გვერდით იჯდა ბატონი ავთო. თვითონაც კონკრეტულად არ იცოდა სად უნდა წასულიყო. ერთხელ გვითხრა, რომ წავედით წალენჯიხისკენ, მერე შეცვალა მიმართულება. უკან აკვირდებოდა ვინმე მოსდევდა თუ არა. ბატონი ავთო პირდებოდა და ყველანაირად ეცადა დაერწმუნებინა ეს კაცი, რომ არ მოსდევდა არავინ და არ დადგებოდა მისთვის ცუდი შედეგი", - იხსენებს  ლაშა შენგელია "რუსთავი 2-თან".

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner