logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა და აჩვენა, რომ უპირატესია ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა
- +

23 ოქტომბერი. 2020. 00:46

 

 

„ეს ის პოლიტიკური კლასტერია, რომელიც ძალაუფლებისთვის ნებისმიერ პროპაგანდაზეა წამსვლელი. სააკაშვილის საუბრებს ვისმენ ადამიანების სიყვარულზე, ჩემზე ძაან სამშობლო ვის უყვარსო, ამ ყველაფერს რომ ისმენ, უკვე ხვდები ვისთან გაქვს საქმე“,- ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა „იმედის“ გადაცემა „პოზიციაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა და აჩვენა, რომ უპირატესია ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

 

„არავითარი ძალის დემონსტრირება აქ არ მოხდებოდა, თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლის რისკის ფასად. მაშინ როდესაც, სააკაშვილი დგას იმ პოლიტიკურ კლასტერთან, რომელიც ძალაუფლებისთვის ნებისმიერს გაწირავდა“- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

მისივე თქმით, მაშინ, როდესაც მძევლები იყვნენ აყვანილები, „ნაციონალური მოძრაობა“ და მთელი მისი კლასტერი პირდაპირ ახდენდა პოლიციის დისკრედიტაციას.

 

„როცა მძევლებია აყვანილი, მიდიხარ იქ და პოპულისტობ, ეს ყველაფერი აჩვენებს დამოკიდებულებას, რომ ოღონდ სახელმწიფო დააზიანონ, ყველაფერზე წამსვლელები არიან. მაპატიოს ნეიტრალურმა ამომრჩეველმა, მაგრამ ამას ვამბობ იმიტომ, რომ მე ამ კლასტერს კარგად ვიცნობ. ვიცნობ ფაქტებით და პოლიტიკით, რასაც ისინი ამ ქვეყანაში ეწეოდნენ“,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner