logo_geo
eng_logo
ნიკა ლალიაშვილი: „ნაცმოძრაობისთვის“ ადამიანის სიცოცხლეს კონკრეტული ფასი აქვს
- +

23 ოქტომბერი. 2020. 01:39

 

 

„მათთვის ადამიანის სიცოცხლეს კონკრეტული ფასი აქვს“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორმა გადაცემა „პოზიციაში“ მძევლებზე თანხის გადახდის თემაზე საუბრისას განაცხადა.

 

აღნიშნულით მან „ნაციონალურ მოძრაობა“ გააკრიტიკა.

 

„მათთვის ადამიანის სიცოცხლეს კონკრეტული ფასი აქვს. თუ ეს 500 ათასი დოლარია მაშინ მოსულა მაგის გადახდა, ხოლოდ 4 მილიონი თუ წაიღო. მაშინ უნდა დაგეხოცათ! ის ლიმონკაც უნდა აეფეთქებინათ. აი, მაშინ სწორი იყო. სინამდვილში პირიქითაა. 40 მლნ რომ მიეცა სახელმწიფოს, ხომ უფრო უფრო მაგარი გამოჩნდებოდა სახელმწიფო?!“, - განაცხადა ლალიაშვილმა.

 

ცოტა ხნის წინ „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს თავდამსხმელმა 4 მილიონი აშშ დოლარი წაიღო.

 

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა.

 

თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა.

 

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner