logo_geo
eng_logo
ვაკა გორგილაძე: „ნაცმოძრაობა“ რომ ინარჩუნებს ძირითადი ოპოზიციური პარტიის სტატუსს, გიჟური სემანტიკის შედეგია
- +

29 ოქტომბერი. 2020. 01:57

 

 

„მათ არც კარიბის კუნძულების ვუდუს მაგიური პრაქტიკა უშველით და არც იფსოსი. მათ იციან, რომ სიგიჟის კულტივირებაში არის მათი წარმატების შანსი გარკვეულწილად. ის, რომ ეს პოლიტიკური ორგანიზაცია ინარჩუნებს ძირითადი ოპოზიციური პარტიის სტატუსს, ეს ძირითადად ამ გიჟური სემანტიკის შედეგია“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პოზიცია“ სოციოლოგმა და ტელეწამყვანმა, ვაკა გორგილაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი არც ადრე იყო„დალაგებული“ და ის საზოგადოებას იზიდავდა, გარკვეული აქტიურობით.

 

„სხვათა შორის, სიგიჟეს აქვს გარკვეული ატრაქცია, ის იზიდავს. მიხეილ სააკაშვილი რა თქმა უნდა, არც მაშინ იყო „დალაგებული“ და ის იზიდავდა, გარკვეული აქტიურობით, დინამიკით, თავისი ვერბალური კომუნიკაცია უჩვეულო იყო ბევრისთვის, გამოჩნდა ახალი ძალა და იმის გარკვევაც კი არ დასცალდა მოსახლეობას, რამდენად ადეკვატური იყო, უბრალოდ აირჩიეს, რადგან მაშინ მიაჩნდათ, რომ ის იყო ერთადერთი გამოსავალი. მინდა შეგახსენოთ, ის ათამაშებს მარიოს, იმიტომ რომ მარიოა, ის არ ჩერდებოდა. გიჟი როგორც წესი არ ჩერდება, ის სულ მოძრაობაშია, თუმცა მათ არც კარიბის კუნძულების ვუდუს მაგიური პრაქტიკა უშველის და არც იფსოსი. მათ არც კარიბის კუნძულების ვუდუს მაგიური პრაქტიკა უშველით და არც იფსოსი. მათ იციან, რომ სიგიჟის კულტივირებაში არის მათი წარმატების შანსი გარკვეულწილად. ის, რომ ეს პოლიტიკური ორგანიზაცია ინარჩუნებს ძირითადი ოპოზიციური პარტიის სტატუსს, ეს ძირითადად ამ გიჟური სემანტიკის შედეგია“, - განაცხადა ვაკა გორგილაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner