logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: მათი მიზანი ერთია, შეაშინონ ხალხი, რომ არჩევნებზე არ მივიდნენ
- +

30 ოქტომბერი. 2020. 23:58

 

 

მათი მიზანი ერთია, შეაშინონ ხალხი, რომ არჩევნებზე არ მივიდნენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ „იმედის“ გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა.

 

მან იმ რისკებზე ისაუბრა, რაც შესაძლოა, არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციისგან წარმოიქმნას.

 

„ჩვენ გვაქვს რეგიონებიდან ინფორმაციები, რომ „ნაცმოძრაობისა“ და მისი დაჯგუფების სხვადასხვა წარმომადგენელი მიზანმიმართულად ავრცელებს ინფორმაციას, რომ უბნებზე კოვიდინფიცირებული დაფიქსირდება. ეს ტყუილი იქნება და წინასწარ ვაფრთხილებ საზოგადოებას. ამის გარდა, სოფლებში, 4-5 რაიონიდან მოგვივიდა ინფორმაცია, უკვე გაჩაღებული აქვთ კამპანია, ვერ დაიცვეს, ვერ უზრუნველყვეს, ვერ დაალაგეს თემა და იქ არის გადადების დიდი რისკი და ვაიმე, დავიღუპეთ. ეს ხომ ხმაშეწყობილი მოქმედებაა. ერთის მხრივ, ერთ-ერთი ლიდერი აკეთებს განცხადებას, რომ ვერ უზრუნველყო ცესკომ ამის დალაგება, რათა რისკები შემცირებულიყო, მეორეს მხრივ, რაიონული პარტიული ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრობლემებია. მათი მიზანი კი ერთია, შეაშინონ ხალხი, რომ არჩევნებზე არ მივიდნენ. აქედან გამომდინარე, არჩევნებზე დასწრების ხარისხს დააგდებენ და ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, მათ მობილიზება მოახდინონ და 13-ის, 17-ის ან 19-ის ნაცვლად მიიღონ 21%. 2-3 მანდატით მეტს მიიღებენ თუ არა, ამაზეა საუბარი რეალურად. მთელი ეს აქციები, მუხტის აწევა, ყველაფერი ემსახურება 2-3 მანდატით მეტს აიღებენ თუ არა“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

მისივე თქმით, არ გამორიცხავს, რომ თუ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი სახლში დარჩება, ასეთ შემთხვევაში, საერთო ოპოზიციის ხმები გადააჭარბებს.

 

„მხოლოდ ჩვენ კი არა საზოგადოებაც უნდა იდგეს სიმართლის მხარეს და ეს გამოიხატება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არჩევნებზე მისვლაში და ხმის დაფიქსირებაში. პრემიერმაც აღნიშნა, არ არსებობს რისკების ისე შემცირება, როგორც ეს მოახერხა ცესკომ. დეტალურად საქმის კურსში ვართ, რა ნაბიჯები გადადგა იმისთვის, რომ კორონავირუსის გადადების რისკი პრაქტიკულად არ არსებობდეს. გამორიცხულია“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

მისივე თქმით, ხმის მიცემის პროცესში დაყოვნების დრო მინიმალური იქნება. მდინარაძემ მოუწოდა ამომრჩევლებს, შენობის გარეთ დაიცვან დისტანცია, ხოლო ხმის მისაცემად მათი შენობაში დაყოვნების დრო მინიმალური იქნება.

 

right_banner
არქივი
right_banner