logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: სააკაშვილს ზუსტად იცის, რომ დემოკრატიული პროცედურებით ძალაუფლებას ხელში ვერ აიღებს - შესაბამისად რჩება რევოლუცია
- +

30 ოქტომბერი. 2020. 01:37

 

 

 

„სააკაშვილს სჭირდება ფეიკი კვლევა, ფეიკი ეგზიტპოლის გვერდზე კი სჭირდება ფეიკი დამკვირვებელი, როემლიც საერთაშორისო დამკვირვებლის მანტიაში შეიფუთება“, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მრჩეველმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა „იმედის“ გადაცემა „პოზიციაში“ განაცხადა.

 

მიხეილ სააკაშვილზე საუბრის დაწყებისას მან 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაპერიოდი გაიხსენა და სააკაშვილის განცხადებები ჟვანია-ბურჯანაზის წინასაარჩევნო კვლევაზე.

 

„ჟვანია-ბურჯანაძის წინასაარჩევნო კვლევა გამოქვეყნდა და 22% აჩვენა ჟვანიამ, რაც არჩევნების შედეგების მიხედვით 4-ჯერ ნაკლები იყო, თუ არ ვცდები. მაშინ მიშა სააკაშვილი რადიკალურ ოპოზიციურ ფლანგში იყო. მან ასეთი კომენტარი გააკეთა ჟვანიას ამ კვლევაზე: ეგ ის გუნდიაო, (მინდა ჩამოვთვალო ის გუნდი: ეს იყო ზურაბ ჟვანია, ნინო ბურჯანაძე, გიორგი ბარამიძე, მიშა მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი. ანუ, არჩევნების მთავარი სპეციალისტები) ადრე არჩევნებს რომ აყალბებდნენ და ახლა კვლევევბს აყალბებენო. ეს ნათქვამი პირდაპირ მასზეა. როდესაც ხელისუფლებაში იყო, ის არჩევნებს აყალბებდა, ახლა კვლევებს აყალბებს.

 

ის არის საოცრად თანამიმდევრული. მიშა სააკაშვილს სურს ძალაუფლების დაბრუნება. არის საკმაოდ პრაგმატული და ლეგიტიმური ამოცანა აქვს. მან ზუსტად იცის, რომ დემოკრატიული პროცედურებით ის ძალაუფლებას ხელში ვერ აიღებს. შესაბამისად რჩება რევოლუცია. რა სჭირდება რევოლუციას? რევოლუციასა და პუჩის დონის შეიაღაღებულ ამბოხს - ჯარი მას ემიჯნება. ის საკუთარი დანაშაულებრივი, კრიმინალური წარსულისა და მეორეს მხრივ, თავისი წარმატებების მძევალიცაა. ერთხელ შენასვლელია ფერადი რევოლუციის მდინარეში“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

 

მან განმარტა, თუ რა არის ფერადი რევოლუციის მექნიზმი. მისივე თქმით, ასეთი რევოლუცია ხდება არჩევნების გაყალბების შედეგად, როდესაც კონსტიტუციის დარღვევით, ძალაუფლებას ხელში აქტიური უმცირესობა იღებს. ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ ნახევრადკოსტიტუციური პროცესის პროფანაციასაც ახდენს.

 

„ის რასაც ეხება, პოზიტიურ შინაარსს აცლის და შიგ დებს თავის ცხოველურ ინტერსს დებს, ნაგავი შეაქვს და ამით ანგრევს. ფერადი რევოლუცია რომ განხორციელდეს, არჩევნები არალეგიტიმურად უნდა გამოცხადდეს. მან იცის, რომ არჩევნებს აგებს. ეს ყველაზე კარგად თავად იცის. ამიტომ უნდა მომზადდეს სიცრუითა და ძალადობით „უნივერსალური მეთოდოლოგია“. ადამიანის ცნობიერებაზე უნდა მოხდეს ბომბარდირება, რომ არჩევნებს მე, მიშა ვიგებ და თუ ბიძინამ მოიგო, ანუ მან გააყალბა. ეს არის პროცესი, რომელიც იმართება კვლევებითდა შემდეგ ეგზიტპოლით მთავრდება.

 

ის რომ კვლევები და ეგზიტპოლი არის აუცილებელი პირობა, რათა გამოაცხადო რევოლუცია, ეს არ არის საკმარისი პირობა. ამას სჭირდება საერთაშორისო სადამკვირვებლო, აუდიტორული დასკვნა, რომელიც ამბობს, მოქალაეთა ნება გაყალბდ თუ არა. მიხეილ სააკაშვილმა ზუსტად იცის, რომ არჩევნებს აგებს და „ქართული ოცნება“ არაფრის გაყალბებას არ აპირებს. საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ამ არჩევნებს დააკვირდება, ყველა იტყვის, რომ არჩევნები იყო ლეგიტიმური. შესაბამისად, მას სჭირდება ფეიკი კვლევა. ფეიკი ეგზიტპოლის გვერდზე კი სჭირდება ფეიკი დამკვირვებელი, როემლიც საერთაშორისო დამკვირვებლის მანტიაში შეიფუთება“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

 

მისივე თქმით, საერთაშორისო სადამკვირვებლო ვერდიქტის იმიტაციისთვის სააკაშვილს უკრაინა სჭირდება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner