logo_geo
eng_logo
კახა კახიშვილი: ნამდვილად გვაქვს რესურსი, რომ „ქართულ ოცნებას“ სხვა პარტიებთან კოალიცია არ დასჭირდეს
- +

29 ოქტომბერი. 2020. 22:26

 

„ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი კახა კახიშვილი აცხადებს, რომ მმართველ პარტიას კოალიციის შექმნა არ დასჭირდება.​ ამის შესახებ მან „ასავალ-დასავალთან“ ისაუბრა.

 

„„ქართული ოცნება“ არ არის ორიენტირებული იმაზე, რომ რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბოს! პირადად მე მიმაჩნია, რომ კოალიციურ მთავრობას ქვეყნისთვის სტაგნაცია მოაქვს და საქართველოს არაფერში სჭირდება ისეთი მინისტრთა კაბინეტი, სადაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი მინისტრები ქვეყნისთვის სიკეთის მოტანაზე კი არ იქნებიან ორიენტირებული, არამედ იმაზე, თუ როგორ დააზიანონ ერთმანეთი და ვიწრო პარტიული სარგებელი მიიღონ.

 

დღევანდელი გადასახედიდან, ნამდვილად გვაქვს რესურსი, რომ „ქართულ ოცნებას“ სხვა პარტიებთან კოალიცია არ დასჭირდეს და მთავრობა ერთპიროვნულად დააკომპლექტოს!

 

მთავარია, ჩვენმა ამომრჩეველმა არჩევნებზე წასვლა არ დაიზაროს და 31 ოქტომბერს აუცილებლად მოიხადოს საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი. თითოეული ადამიანის ხმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ყველას გთხოვთ, ერთი დღე როგორმე გაიჭირვოთ. დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, შესაძლოა, ეს ადვილი არ არის, მაგრამ ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია!“, - აცხადებს კახიშვილი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner