logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: ოპოზიციის დიდი ნაწილი ერთი პარტიის დღის წესრიგით მოქმედებს, რაც შეთანხმებას ხელს უშლის
- +

21 ნოემბერი. 2020. 18:03

 

 

„ოპოზიციისა და მმართველი პარტიის დიალოგი მხოლოდ მოლაპარაკების მესამე რაუნდზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, პოლიტიკოსებმა ყური უნდა მიუგდონ საზოგადოების განწყობებსაც“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა მამუკა არეშიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მამუკა არეშიძის განცხადებით, ერთსულოვნება პოლიტიკურ პარტიებშიც არ ჩანს, რომელთა ნაწილსაც ეჭვი შეაქვს ბოიკოტის სისწორეში. მისი თქმით, მხარეებს შორის მოლაპარაკების რესურსი არის, თუმცა ამას ხელს უშლის ორი გარემოება.

 

 „ერთია პრეტენზიები არჩევნების ჩატარების მიმართ, შეიძლება რაღაც ნაწილი მართალი იყოს და მეორეა ხელში ძალაუფლების აღების სურვილი. ეს მეორე ხელს უშლის პოლიტიკოსების ნაწილს, მათ იმდენად უნდათ ხელისუფლების ხელში აღება, რომ ეს კონსენსუსს გამორიცხავს“, - განაცხადა არეშიძემ.

 

მისი თმით, გარდა მაგისა ოპოზიციის დიდი ნაწილი ერთი პარტიის დღის წესრიგით მოქმედებს.

 

 „ამ პარტიას არ აქვს იმის იმედი, რომ პარლამენტში შესვლისას ასეთივე კონსოლიდირებულები იქნებიან. არ აქვს თავისი პარტნიორების იმედი პარლამენტში, ამიტომაც ჯიუტად დგას იმ პოზიციაზე, რომელზეც დღეს დგას“, -აღნიშნა არეშიძემ.

 

არეშიძის განცხადებით, ხელახალი არჩევნები გამორიცხულია.

 

„შესაძლებელია, თუ შევიდა ოპოზიცია პარლამენტში შექმნან შესაბამისი პროცესი, მათ ამის რესურსი აქვთ და მიაღწიონ მომავალში შეთანხმებას რიგგარეშე არჩევნებზე. ეს ვარიანტი კიდევ დასაშვებია. ხელახალი არჩევნების შანსს მე ვერ ვხედავ, იმიტომ რომ ერთი მხარის სიჯიუტეს წინ უდგას მეორე მხარის სიჯიუტე“, - აღნიშნა არეშიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner