„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა, რომ პარლამენტარს, პოლიტიკოსს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე აღარ უნდა ესაუბრონ, რადგან ეს არაა პოლიტიკოსის საქმე.
„პოლიტიკოსს რომ ეუბნები და პარლამენტარს, რომ იცი რა, იქნებ ეს ადამიანი გამოვიდეს და რაც არ უნდა ხისტი იყო ამ განცხადებაში, მე ამის პასუხს არც გავცემ და ვერც გავცემ. ეს პოლიტიკოსის საქმე არ არის, ჩემი საქმე არ არის, იქ გამომძიებლები, მოსამართლე და პროკურორი რას იზამენ. პოლიტიკოსის საქმე არ არის პოლიტპატიმრის გამოშვება. არის რაღაც პრინციპული საკითხი, რაზეც უნდა შევთანხმდეთ. ეს პრინციპული საკითხია, რომ პოლიტიკოსებმა აღარ ვილაპარაკოთ პოლიტპატიმრებზე, თან სპეკულაციურად“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით პარტია „მოქალაქეების“ ლიდერებმა პოლიტპატიმრების საკითხი პარლამენტში დახურულ შეხვედრაზე რამდენჯერმე დასვეს.
ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში არჩილ თალაკვაძესა და მამუკა მდინარაძეს შეხვდნენ.