„ყველგან ასეა - კორონავირუსი იმაზე მეტ ადამიანს აქვს გადატანილი, ვიდრე - ოფიციალური მონაცემი აჩვენებს“, - ამის შესახებ „იმედის“ გადაცემა „დილის შოუში“ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
„1-2 თვის წინ, როცა ქვეყანაში კორონავირუსისგან განკურნებულთა ბაზაში დარეგისტრირებული იყო მოსახლეობის 5%. ჩვენ ჩავატარეთ ანტისხეულების კვლევა და მან 10% აჩვენა. ახლა, ტესტირებით დადგენილია, რომ 8-9% დაინფიცირდა ვირუსით. ეს ნიშნავს, რომ ერთ ამდენს კიდევ ექნება გადატანილი კორონავირუსი. როცა მეკითხებიან. მოსახლეობის რამდენ პროცენტს შეიძლება ჰქონდეს ვირუსი გადატანილი, ოფიციალურად დადასტურებული რიცხვია 8%, მაგრამ დაახლოებით 15%-ს ექნება გადატანილი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 253 518 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 242 085-ს შეადგენს. გარდაიცვალა 3 055 მოქალაქე.