logo_geo
eng_logo
გიორგი კამკამიძე: ერთადერთი საშუალება, რომლითაც შეიძლება პანდემიის ბედის შეცვლა, ვაქცინაციაა
- +

25 იანვარი. 2021. 21:47

 

 

ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე აცხადებს, რომ ვაქცინაცია ერთადერთი საშუალებაა, რითაც ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდებით.

 

,,დღესდღეობით, ერთადერთი საშუალება, რომლითაც შეიძლება პანდემიის ბედის შეცვლა, შემობრუნება, ეს არის ვაქცინაცია. თუმცა, აქ არის ძალიან ბევრი დეტალი და მე ავირჩევდი თუ მექნებოდა შესაძლებლობა, რომელი ვაქცინით ავიცრებოდი. მე მაგალითად, ფაიზერთან დაკავშირებით არ მექნებოდა, დღესდღეობით, კითხვა. რასაკვირველია, ვაჩვენებდი მაგალითს. მაგრამ, თუ მეტყვიან სპუტნიკით აიცერი ან იგივე ჩინური ვაქცინით, რაც გაჟღერდა, ჩვენ სპეციალისტებმა გამოვთქვით ძალიან დიდი პროტესტი ამასთან დაკავშირებით და მე მგონი, ყურად იღეს ჩვენი შეხედულება," - განაცხადა კამკამიძემ ,,რუსთავი 2-ის" ეთერში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner