logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: „ევროპულ საქართველოში“ პარტიული რესურსი ვერ გაიყვეს, ეს გახდა უთანხმოების მიზეზი
- +

10 აპრილი. 2021. 17:35

 

 

„ევროპულ საქართველოში“ მიხეილ სააკაშვილი შეცვალა მიხეილ სააკაშვილმა,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

 

„მიუხედავად იმისა, რომ სიტყვით ხანდახან უპირისპირდებიან ხოლმე, საქმით ისინი ყოველთვის ერთად არიან. ფაქტია, რომ ამ ადამიანებს შორის პოლიტიკური უთანხმოება არ არსებობს და ეს არ ყოფილა დაშლის მიზეზი. მე ვფიქრობ, რომ მათ ვერ გაიყვეს პარტიული რესურსი და ამას უკავშირდება უთანხმოება“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

 

„ევროპულ საქართველოს“ ახალი ხელმძღვანელები ჰყავს. პარტიის ყრილობაზე თავმჯდომარედ გიგა ბოკერია, გენერალურ მდივნად კი აკაკი ბობოხიძე აირჩიეს.

 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ პარტია ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ, გოკა გაბაშვილმა, ლევან თარხნიშვილმა და გივი თარგამაძემ დატოვეს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner