logo_geo
eng_logo
ზურაბ ადეიშვილი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს
- +

12 აპრილი. 2021. 21:13

 

 

ზურაბ ადეიშვილი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს. ციხეში პატიმრის წამება, კობა დავიტაშვილზე თავდასხმა, „ქართუ“ ბანკის გაკოტრება, 7 ნოემბერი და ტელეკომპანია „იმედში“ უკანონო შეჭრა.  იუსტიციის ყოფილი მინისტრი საქართველოში რამდენიმე საქმეზეა ბრალდებული და მსჯავრდებულიც. სამი გამამტყუნებელი განაჩენი უკვე დადგა - სააკაშვილის მთავრობის ერთ-ერთი იდეოლოგი, სამშობლოდან 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მარცხის შემდეგ გაიქცა და ლიდერის მსგავსად, უკრაინას აფარებს თავს.

სააკაშვილის გუნდში ირწმუნებიან, რომ ეს იძულებითი ნაბიჯია. ისინი ასევე აცხადებენ, რომ ადეიშვილს კანონი ავალდებულებდა, რომ მოქალაქეობაზე უარი ეთქვა, თუმცა კანონშივე ვკითხულობთ, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს მოქალაქეობას, თუ იგი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე, საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე.

შესაბამისად, თუკი ადეიშვილს ექნებოდა სურვილი რომ საქართველოს მოქალაქეობა შეენარჩუნებინა, ამის საშუალებას მას კანონდებლობა სრულად აძლევდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner