logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: ნამახვანჰესი არის უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის გასაღები
- +

14 აპრილი. 2021. 00:14

 

 

„ნამახვანჰესი გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი ცალკე აღებული პროექტი. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის, ეკონომიკური დამოუკიდებლობის გასაღები. სწორედ ამ პროექტზე გადის ჩვენი მომავალი სიძლიერე და ის, თუ რამდენად შედგება საქართველო რეგიონში, როგორც ძლიერი ექსპორტიორი ქვეყანა“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

 

„არის მოსახლეობის ნაწილი, რომელიც გულწრფელად წუხს და აქვს კითხვები ამ პროექტთან, მაგრამ არის სხვაგვარად მოტივირებული ნაწილიც, რომელიც ულტიმატუმების ენით გვესაუბრება. ეს ჩვენთვის მიუღებელია, ვინაიდან ეტაპობრივად ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ლეგიტიმური კითხვები და წუხილი ეკოლოგიაზე, საფრთხეებზე არ დარჩეს პასუხის გარეშე და ეტაპობრივად ეს პრობლემები მოიხსნას.

 

რაც შეეხება თვითონ პროექტს, ნამახვანჰესის პროექტი ძალიან მასშტაბურია, ჩვენი მოხმარების 10%-ს აღწევს და ანაცვლებს იმპორტის საჭიროებებს. ეს არის 1600 დასაქმებული ადამიანი მშენებლობის დროს და 300-მდე მუდმივი სამუშაო ადგილი ოპერირების დროს. ეს არის წელიწადში 30 მილიონი ლარის გადასახადი, რომლის უდიდესი ნაწილი ადგილობრივ ბიუჯეტში შედის.

ეს არის არაერთი სიკეთე ხეობისთვის, დაწყებული ელემენტარული ინფრასტრუქტურით და დამთავრებული განათლებით ახალგაზრდებისთვის, მაგრამ თავი რომ დავანებოთ პროექტის სიკეთეებს, მინდა ვთქვა, რომ ნამახვანჰესი გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი ცალკე აღებული პროექტი. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის, ეკონომიკური დამოუკიდებლობის გასაღები.

სწორედ ამ პროექტზე გადის ჩვენი მომავალი სიძლიერე და ის, თუ რამდენად შედგება საქართველო რეგიონში, როგორც ძლიერი ექსპორტიორი ქვეყანა. დღეს მსოფლიოში არ არსებობს ერთმანეთზე გავლენის მოხდენის და ზეწოლის უფრო ძლიერი იარაღი, ვიდრე ენერგეტიკა, ამიტომ ჰესების მშენებლობით ვაზღვევთ მომავალი თაობების სიძლიერეს და დამოუკიდებლობას. წარმოიდგინეთ, რომ არ აშენებულიყო ენგურჰესი, რომელიც დღეს ადგილობრივი ენერგიის 2/3-ს უზრუნველყოფს. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენი ენერგეტიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საკითხები რომელიმე მეზობელ ქვეყანაში არ წყდებოდეს“, - განაცხადა თურნავამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner