logo_geo
eng_logo
ეკატერინე დგებუაძე: თუ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა სკოლაში იარონ, მაქსიმალურად უნდა შევასრულოთ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები
- +

17 აპრილი. 2021. 13:22

 

 

განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, საზოგადოებას მიმართავს და მოუწოდებს, დაიცვან ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციები, რათა ბავშვებმა სკოლაში სიარული და საკლასო ოთახებში განათლების მიღება შეძლონ. ამის შესახებ მან „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „დილის შოუ“ განაცხადა.

 

„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია საზოგადოების ცნობიერება. თუ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა სკოლაში იარონ, არ გადავიდეს სკოლები დისტანციურ რეჟიმზე, რამეთუ ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია სოციალიზაცია, სკოლაში სიარული, მეგობრებთან ურთიერთობა, საკლასო ოთახებში ჩატარებული გაკვეთილი და ცოცხალი ინტერაქცია, მაქსიმალურად უნდა შევასრულოთ ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციები, რათა ჩვენი შვილები დავიცვათ. განათლების სამინისტრო მაქსიმუმს აკეთებს იმისათვის, რომ ბავშვებმა იარონ სკოლაში, მაგრამ ეს დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე“, - განაცხადა დგებუაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner