logo_geo
eng_logo
დავით მაღრაძე: ეს ჩანაწერები ზოგს თურმე ტელეფონში აქვს გადანახული...
- +

11 აპრილი. 2016. 16:56



„უტიფრობაა, როდესაც დღეს ისინი, ვინც უშუალოდ მონაწილეობდნენ ამაზრზენ საქმეში, ან მათი მეგობრეის ხელით კეთდებოდა მსგავსი სიბინძურეები, გამოდიან და დიდაქტიკური ტონით გმობენ მომხდარს ან სხვას ადანაშაულებენ", - აღნიშნული განცხადება ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას დავით მაღრაძემ გაკეთა.


პოეტის თქმით, მან, ვინც კადრებს ავრცელებს, „საზოგადოების გარყვნილების ხარისხი კარგად იცის".


„თუ დავუმტკიცებთ, რომ არ ვართ გარყვნილები, არ ვუყურებთ ამ ჩანაწერებს, დასხდნენ, აქვეყნონ და უყურონ თვითონ. სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ისეთი გადაცემებია რეიტინგული, აქედანაც ჩანს, რომ ადვილია ამ ჩანაწერებით ხალხის დაინტერესება. ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ ეს ჩანაწერები ვიღაცეებს თურმე მთლად ტელეფონში აქვთ გადანახული. ტელეფონში რატომ უნდა მოგინდეს ამის შენახვა, ვინ არის ეს ხალხი, რა ინტერესები აქვთ, რა თვალსაწიერი?" - განაცხადა მაღრაძემ.


 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner