logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: ეს ადამიანები ცდილობენ, საქართველოს საერთაშორისო დონეზე გაუფუჭონ სახელი!
- +

11 აპრილი. 2016. 17:41



ეს ადამიანები „თავშესაფრის მაძიებლების" საკითხის განხილვის ევროკავშირში არსებულ გახანგრძლივებულ პროცედურებს იყენებენ, როგორც შესაძლებლობას, ქვეყანაში დარჩნენ და სხვადასხვა კრიმინალური საქმიანობით დაკავდნენ", - ასე შეაფასა ევროპაში მყოფი ქართველი კრიმინალები შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში.


მინისტრის თქმით, მოსაზრება, რომ ვიზების გამარტივება ევროპის ქვეყნებში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფების რაოდენობას გაზრდის, ლოგიკურია, თუმცა, ქართველი კრიმინალების მიერ ჩადენილ დანაშაულს ორგანიზებული ხასიათი არ აქვს.


ამის რისკები შესაძლოა, არსებობდეს, მაგრამ, თუ დანაშაულის ხასიათს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ამას ორგანიზებული ხასიათი არ აქვს. ძირითადად, ესენი არიან ინდივიდუალურად ჩასული პირები, რომლებიც ითხოვენ თავშესაფარს. მათი დიდი ნაწილი გერმანიაში სწორედ „თავშესაფრის მაძიებლის" სტატუსით იმყოფება. ჩემს გერმანელ კოლეგებს საფუძვლიანი და, ვფიქრობ, სრულიად სამართლიანი მოსაზრება აქვთ, რომ ეს ადამიანები „თავშესაფრის მაძიებლების" საკითხის განხილვის ევროკავშირში არსებულ გახანგრძლივებულ პროცედურებს იყენებენ, როგორც შესაძლებლობას, ქვეყანაში დარჩნენ და სხვადასხვა კრიმინალური საქმიანობით დაკავდნენ. შესაბამისად, ჩვენი ინტერესია, რომ ამ არაჯანსაღ მიდგომას საერთო ძალისხმევა დავუპირისპიროთ".


მინისტრის თქმით, გერმანიაში საქართველოსთვის „უსაფრთხო ქვეყნის" სტატუსის  მინიჭების საკიტხი აქტიურად განიხილება და გერმანულმ მხარემ იცის, რომ საქართველოში ადამიანები პოლიტიკური ნიშნით არ იდევნებიან.



გერმანიის შს მინისტრმა პირადად დამიდასტურა, რომ ამჟამად გერმანიაში საქართველოსთვის „უსაფრთხო ქვეყნის" სტატუსის მინიჭების საკითხი აქტიურად განიხილება. აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ გერმანულმა მხარემ კარგად იცის, რომ საქართველოში ადამიანები სხვადასხვა ნიშნით, მათ შორის, პოლიტიკური ნიშნით არ იდევნებიან. ამიტომ ბავარიაში, მაგალითად, საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნით ჩამოსულ პირთა 99%-ზე მეტს უარი ეთქვა. თუკი საქართველო მართლაც მოხვდება უსაფრთხო ქვეყნების სიაში, შესაბამისად, ამ ადამიანებთან მიმართებაში, ეს, გარკვეულწილად, იქნება დანაშაულის პრევენციაც.


სამწუხაროდ, კრიმინალი ყოველთვის არსებობდა და იარსებებს. კრიმინალს არა აქვს არც საზღვრები და არც ეროვნება. მაგრამ ჩვენ მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ მის შესამცირებლად. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევთანხმდით ერთობლივ მოქმედებებზე. სამწუხაროდ, ახლა ტექნიკურ დეტალებს ვერ გავამხელ, მაგრამ ვფიქრობ, შედეგი საკმაოდ ნაყოფიერი იქნება. საქართველოს იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში კანონს არ იცავენ, გერმანიის პოლიციას ჩვენს ხელთ არსებული ყველანაირი რესურსით დავეხმარებით და მხარს დავუჭერთ, რათა მათ კანონის წინაშე სათანადო პასუხი აგონ. ეს ადამიანები თავიანთი ქმედებით ცდილობენ, საქართველოს საერთაშორისო დონეზე გაუფუჭონ სახელი, ამიტომ ისინი აუცილებლად მიიღებენ ადეკვატურ პასუხს
", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.





 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner