logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: ვიზიტი იყო საკმაოდ ნაყოფიერი და დატვირთული!
- +

12 აპრილი. 2016. 15:52


ევროკავშირი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებისთვის ემზადება, თუმცა, ამ პროცესს თავისი დამაბრკოლებელი ფაქტორებიც ახლავს. მაგალითად ევროპაში მცხოვრები არალეგალები და ქართველი კრიმინალები - ამ მიზეზის გამო დასავლეთ ევროპის ბევრი ქვეყანა საქართველოსთან ვიზების გამარტივებას სკეპტიკურად უყურებდა. მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდა საფრანგეთი და გერმანია. გასულ კვირას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სამუშაო ვიზიტით ეწვია გერმანიის თითქმის ყველა ფედერალური მიწის სამართალდამცავი ორგანოს ხელმძღვანელებს და მათთან ერთად განიხილა ეს პრობლემა. გიორგი მღებრიშვილი ვიზიტის თაობაზე „პრაიმტაიმს" ესაუბრა. მისი თქმით, საბოლოო ჯამში,  ვიზიტი ძალიან შედეგიანი იყო.





„ეს ვიზიტი იყო საკმაო ნაყოფიერი და დატვირთული. საფრანგეთში შევხვდი ჩემს კოლეგას ბერნარ კაზნევს. ჩვენ ვისაუბრეთ ვიზა-ლიბერალიზაციის თვალსაზრისით არსებულ ვითარებაზე, ასევე, საერთო გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. საფრანგეთიდან გადავინაცვლე გერმანიაში. მოგეხსენებათ, გერმანია ფედერალური ქვეყანაა, დღემდე ფედერალური მიწების შს მინისტრებთან შესახვედრად არც ერთი ჩემი წინამორბედი არ ყოფილა, რატომღაც აქცენტი ყოველთვის ბერლინზე კეთდებოდა. ამიტომ გადავწყვიტე, რიგი ფედერალური მიწების შს მინისტრებს შევხვედროდი, რათა ადგილზე გავცნობოდი რეალურ ვითარებას და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებიც დაგვესახა. რა თქმა უნდა, ბერლინში შევხვდი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს ტომას დე მეზიერს.

 

საკმაოდ კარგი გამოხმაურება ჰქონდა ვიზიტს, არა მხოლოდ ჩვენი კოლეგების, არამედ გერმანული მედიის მხრიდანაც. გარდა ამისა, გვქონდა პოლიტიკური შეხვედრები ბუნდესტაგშიც, სადაც ვესაუბრე მმართველი ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური კავშირის შინაგან საქმეთა საკითხებზე პოლიტიკურ სპიკერს შტეფან მაიერს. ასევე, შევხვდი და ვესაუბრე ფედერალური კანცლერის სამსახურის უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკისა და ევროპული პოლიტიკის დეპარტამენტების ხელმძღვანელებს. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, ვიზიტი ძალიან შედეგიანი იყო", - განაცხადა მღებრიშვილმა.


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner