logo_geo
eng_logo
თემურ ჩხეიძე: მისი რჩევები რომ არ შემესრულებინა, დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი!
- +

12 აპრილი. 2016. 18:44


„ალიამ" რეჟისორ თემურ ჩხეიძემიმართა კითხვით, ყოფილა თუ არა წინასწარმეტყველთან და აუცხადდა თუ არა წინასწარმეტყველება? რეჟისორი ჰყვება ერთ ასეთ შემთხვევას და ამბობს, რომ ყველაფერი, რაც უწინასწარმეტყველეს, დაემთხვა შემდგომში განვითარებულ მოვლენებს.


კი, მქონდა ასეთი შემთხვევა, ეს იყო 1989 წელს. 9 აპრილი ახალი მომხდარი იყო, მეგობარი გადამეკიდა, ჩემთან ამოდი, საინტერესო პიროვნება უნდა გაგაცნოო. ავედი, ეს კაცი პოლონელი იყო, საქართველოში კერძო მოწვევით იმყოფებოდა. ყველაფერი, რაც მითხრა, მისხალ-მისხალ დაემთხვა შემდგომში განვითარებულ მოვლენებს. მითხრა, რა მოხდებოდა რამდენიმე წლის მანძილზე არა მარტო ჩემს ცხოვრებაში, არამედ ზოგადად, რა დაემართებოდა საქართველოს, რა მოხდებოდა რუსეთში. გამაფრთხილა, რომ სასიკვდილო საფრთხე მემუქრებოდა და მომცა რჩევა-დარიგება, რა უნდა გამეკეთებინა, რომ ცოცხალი გადავრჩენილიყავი. რამდენიმე მოვლენა რომ ზუსტად აცხადდა, მერე მეც მივყევი მის რჩევებს, მით უმეტეს, რომ თვალწინ მედგა ახლობელი ადამიანი, რომელზეც მითხრა, - აი, შენს მეგობარს ვურჩიე, შეესრულებინა ჩემი ნათქვამი, არ დამიჯერა და ახლა სასიკვდილო სარეცელს არის მიჯაჭვულიო. მართლაც ასე იყო, მომაკვდავმა დამიდასტურა მისი ნათქვამი და სამ კვირაში გათავდა კიდეც. მას შემდეგ ეს კაცი თვალითაც აღარ მინახავს, არადა, ძალიან მინდა ვუთხრა, რომ მადლობელი ვარ მისი, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, მისი რჩევები რომ არ შემესრულებინა, დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი", - ამბობს ჩხეიძე.


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner