logo_geo
eng_logo
პატრიარქმა კლინიკა უკვე დატოვა
- +

23 იანვარი. 2020. 20:05

 

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბათუმში კლინიკა „მედინა” უკვე დატოვა.

მასთან ერთად ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი იმყოფებოდა.

როგორც დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა აღნიშნა, პატრიარქი კლინიკაში გეგმური გამოკვლევების ფარგლებში იმყოფებოდა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს კლინიკა „მედინაში” წელის არეში ტომოგრაფია გადავუღეთ, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ კლინიკა „მედინას” ნეიროქირურგმა გიორგი ვალიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ილია მეორე კლინიკაში კონსულტაციის მიზნით იყო მისული და მისი ვიზიტი გეგმური არ ყოფილა.

მის უწმინდესობას წელის ტკივილები ჰქონდა, მთხოვა კონსულტაცია. გადავუღეთ კომპიუტერული ტომოგრაფია, არაფერი საგანგაშო არ არის. წირვის დროს, დიდხანს ფეხზე დგომის დროს წელის ტკივილი აწუხებდა. რაიმე საგანგაშო არ არის“, – განაცხადა გიორგი ვალიშვილმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner