logo_geo
eng_logo
ნიკა ბერიძე: ეს ნაძირლები სააკაშვილისგან და მერაბიშვილისგან მინიმუმ, 50 ათას დოლარს იღებდნენ ყოველთვიურად!
- +

18 აგვისტო. 2020. 21:52

 

 

ყოფილი სპეცრაზმელი ნიკა ბერიძე „ასავალ-დასავალს“ მორიგ სკანდალურ ინტერვიუში სააკაშვილისა და მისი „ნაცისტური“ ხროვის გარყვნილ სახეს თავიდან ბოლომდე ააშკარავებს.

 

- მინდა, საქართველოს მოსახლეობას იმ უზნეო ადამიანების შესახებ მოვუთხრო, რომლებიც უბინძურესი საქმიანობით არიან დაკავებული და ამ დროს მათი მეუღლეები, ვითომ პოლიტიკური ლიდერები, მთელ საქართველოს თვალში ნაცარს აყრიან. უპირველეს ყოვლისა, მინდა მოგახსენოთ დავით ბაქრაძის მეუღლის შესახებ, რომელიც ლას-ვეგასის კაზინოების ხშირი სტუმარია და თვეში ორჯერ მაინც ამერიკის შეერთებულ შტატებს სათამაშოდ და გასართობად სტუმრობს. ეს ქალბატონი - მაკა მეტრეველი ყოველ ჯერზე ლას-ვეგასში, სულ მცირე, 50 ათას დოლარს ისე ხარჯავს, ვითომც არაფერი...

 

- ბატონო ნიკა, „ნაცხროვიდან“ ბაქრაძის ცოლის გარდა კიდევ ვინ არის შემჩნეული შულერობაში და საიდან ამ ქალბატონს ამოდენა ფული?

 

- ბაქრაძის ცოლის გარდა, „ნაცხროვიდან“ კაზინოს ხშირი სტუმრები არიან გიორგი ვაშაძე და დავით საყვარელიძე - ადეიშვილის ყოფილი მოადგილე, დღეს რომ სააკაშვილთან ერთად უკრაინაში აგდია. ამ სიტყვებზე პასუხისმგებელი ვარ და ვისაც უნდა, შეამოწმოს! მიჩივლონ და მე ამას დავადასტურებ...

 

ისევ დავით ბაქრაძის ცოლს - მაკა მეტრეველს მინდა, მივუბრუნდე. იცით, ეს ქალი რას კურირებდა? სამოდელო სააგენტო ჰქონდა გახსნილი და თუ სადმე ლამაზი ბოზი ეგულებოდა, ყველას სურათებს უღებდა... მერე ეს გოგონები სააკაშვილთან ხან - სვანეთში, ხან - ყვარელში და ხანაც ბათუმში მიჰყავდა... მაკა მეტრეველის საფარქვეშ მყოფი ქართველი ბოზები სააკაშვილის გარდა უცხოელ სტუმრებსაც უწევდნენ სექსუალურ მომსახურებას!

 

- ეს ძალიან სკანდალური ინფორმაციაა!

 

- ეს არის უზუსტესი ინფორმაცია და უფრო მეტ დეტალებს მაშინ ვიტყვი, როცა ამის საჭიროებას ვიგრძნობ!

 

- ვალერი გელბახიანი, ცხონებული ბადრი პატარკაციშვილის შტაბის ხელმძღვანელი ვინ არის?

 

- ვალერი გელბახიანი ისეთი გაშიფრული აგენტია, მაგაზე ლაპარაკიც აღარ მინდა! ვალერი გელბახიანიც, გუბაზ სანიკიძეც, შალვა შავგულიძეც, ეკა ბესელიაც, ვახტანგ ხმალაძეც, ძმები ბერძენიშვილებიც, თინა ხიდაშელიც, მისი ქმარიც - დავით უსუფაშვილი, თამარ ხიდაშელიც, სუყველანი სააკაშვილისა და ბოკერიას შნირები და აგენტები არიან! შალვა შავგულიძე - გირგვლიანის ადვოკატი, ცხონებული ირინა ენუქიძეს ეუბნებოდა - სასამართლო პროცესიდან რომ გამოვალ, მეშინია, რამე არ ჩამიდონო! ამ დროს შავგულიძე ვანო მერაბიშვილთან იყო მიერთებული და ანგარიშებს აბარებდა...

 

- მაინც რით და როგორ გადაიბირეს ამდენი ხალხი?

 

- ფულითა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით! ეს ნაძირლები, ხალხს რომ ატყუებდნენ და აღმა-დაღმა დაატარებდნენ, სააკაშვილისა და მერაბიშვილისგან, მინიმუმ 50 ათას დოლარს იღებდნენ ყოველთვიურად ხელფასის სახით... ეს არის უზუსტესი ინფორმაცია! ბევრი რამ გამოჩნდა, მაგრამ ბევრი კიდევ გამოჩნდა.

 

- მომკალი და, ეკა ბესელიაზე არ მინდა მაგის დაჯერება, რადგან რაზეც ეკა პარლამენტში მოსამართლეების შესახებ ყვიროდა, მართალიც იყო და გულწრფელიც! სააკაშვილმა ძმაც დაუჭირა და შვილიც...

 

- გავიგე, მაგრამ მალე ხომ გამოუშვეს? სააკაშვილს რომ არ სდომოდა, ბესელიას ძმასა და შვილს ვინ გამოუშვებდა?! არის თემები, რომელთა დაწერაც გაზეთში არ შეიძლება!

 

- ე.ი. რა გამოდის, მთელი ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია სააკაშვილს ნაყიდი ჰყავდა და იმიტომაც დაატარებდნენ ხალხს აღმა-დაღმა?

 

_ აბა, რა... ხომ გეუბნებით, ეგენი ჩაბარებული ჰყავდა ვანო მერაბიშვილს და თითოეულს თვეში უხდიდა, სულ მცირე, 50 ათას დოლარს სწორედ მაგ ფულებით წამოჭიმეს სამსართულიანი სახლები და გადაიმხეს თავზე ყველაფერი.

 

- ირაკლი ალასანიაზე არაფერი გვითქვამს...

_ ირაკლი ალასანია არის რურუა-2! იმისთვის, რაც მან თავდაცვის მინისტრობის პერიოდში გააკეთა, ციხეშია ამოსალპობი, მაგრამ ამერიკელებთან არის შეკრული და სწორედ მათ გადაარჩინეს!

 

- სააკაშვილს რურუების მართლა ეშინოდა?

 

- რა თქმა უნდა! გია უდესიანს ხომ ჰყავდა ერთი არაფორმალური დაჯგუფება, მაგათ ცალკე დაჯგუფება ჰყავდათ... გარდა ამისა, ნიკა და ჟორიკა რურუებს ძალიან ბევრი ინფორმაცია ჰქონდათ. საერთოდ, სააკაშვილი ძალიან მშიშარა კაცია. პირისპირ ვინმე რომ შეხვდეს და დედა შეაგინოს, ჩაისვრის და ხელს ვერ გაატოკებს. მე მინახავს შეშინებულ სააკაშვილი განმუხურში, როცა საცოდავ დღეში იყო და შიშისგან კანკალებდა... ბუნებრივია, ასეთ კაცს რურუების შეეშინდებოდა.

 

-  სააკაშვილი განმუხურში რამ შეაშინა?.

 

- სასტუმრო გაიხსნა და მაშხალები გაისროლეს. მიუხედავად იმისა, რომ მაშხალების გასროლის შესახებ იცოდა, ხელებსა და ფეხებს ძლივს იმაგრებდა და შიშისგან კანკალებდა. ამას რომ ვხედავდი, ჩემთვის ვფიქრობდი -  რა დააშავა ჩვენმა ქვეყანამ და რა ცოდვა მიგვიძღვის ღმერთის წინაშე ისეთი, რომ ეს ავადმყოფი და „ჩმორი“  ჩვენი პრეზიდენტია-მეთქი! სააკაშვილი გაქანებული ნარკომანია, კოკაინზე „ზის“... ადრეც ეთამაშებოდა ნარკოტიკებს, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ უკვე სერიოზული მომხმარებელი გახდა.

 

- თუ სააკაშვილს ყველა და ყველაფერი ნაყიდი ჰყავდა, მაშინ 2012 წლის 31 ოქტომბრის ისტორიული გამარჯვება რამ მოიტანა, ხალხმა თუ დასავლეთის ძალისხმევამ?

 

- რა ხალხი, რის ხალხი, ხალხს ვინ რას ეკითხება?! ცხადია, ყველაფერი გადაწყვიტა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თორემ სააკაშვილი არჩევნებსაც გააყალბებდა და ხალხის პროტესტსაც სისხლში ჩაახშობდა.

 

- ვანო მერაბიშვილს „ნაცები“ რატომ არ იკარებენ?

 

- იმიტომ, რომ ვანო მერაბიშვილის მისამართით აგრესია აქვთ. სააკაშვილი სწორედ მას ავალებდა „ნაცდეპუტატებისა“ თუ მთავრობის წევრების კონტროლსა და ფარულ გადაღებას, რასაც თავისი აგენტურის საშუალებით ბრწყინვალედ ასრულებდა... ვანო მერაბიშვილს ყველა „ნაცზე“ აქვს კომპრომატი, ამიტომაც არ იკარებენ და ყველას ეზიზღება!

 

- სააკაშვილი თავის თანაგუნდელებს მართლა სცემდა?

 

- 2010 წელს სააკაშვილმა ბათუმის აეროპორტში გიორგი კარბელაშვილი ისე სცემა, კინაღამ ხელში შემოაკვდა... სააკაშვილი ისეთი მთვრალი იყო, ფეხზე ძლივს იდგა, მაგრამ იმით ისარგებლა, რომ კარბელაშვილი ხელს ვერ უბრუნებდა. მკვდარ-ცოცხალი კარბელაშვილი ხელს ვერ უბრუნებდა. მკვდარ-ცოცხალი კარბელაშვილი საკაცეზე დადეს და წაიღეს. რა მოხდა, არ ვიცი... სხვათაშორის სააკაშვილს დავით ბაქრაძეც ჰყავს ნაცემი.

 

-რატომ?

 

- რა ვიცი, ბიჭები ამბობდნენ, ბაქრაძემ რაღაც არასწორი კომენტარი გააკეთა და სააკაშვილმა სილა გააწნაო! ეს ამბავი აგვისტოს ომის დროს შავნაბადას ბაზაზე მოხდა... გიორგი ბარამიძეც სცემა ბათუმში.

 

- რა სიტუაციაში და რატომ?

 

- ქალების გამო გაილახა გიორგი ბარამიძე... სააკაშვილი სოფიკო ნიჟარაძესთან ერთად იყო, ხოლო მაგან ერთ ცნობილ მოდელს დაუწყო „ჩალიჩი“...

 

- ვინ არის, დაასახელეთ!

 

- არ მინდა, ოჯახი ჰყავს და დაე, თავის ქმარს ეგონოს, რომ გვერდით წესიერი ქალი უწევს! მოკლედ, ბარამიძეს ეგ გოგო უნდა აეყვანა ნომერში, ხოლო სოფიკო ნიჟარაძე სააკაშვილთან რჩებოდა. მოულოდნელად სააკაშვილმა გადაწყვეტილება შეცვალა და ბარამიძეს უთხრა - ეგ გოგოც მე მინდაო! ბარამიძე ქალს არ თმობდა და სწორედ მაშინ სააკაშვილმა სახეში ხელი გაარტყა... ეს ამბავი 2010 წლის აგვისტოში ბათუმში მოხდა. აი, ასეთი გარყვნილი და ამორალური ხალხი მართავდა საქართველოს და ეს ხალხი ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ყველაფერზეა წამსვლელი!

 

დიტო ჩუბინიძე

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner