logo_geo
eng_logo
ემზარ კვიციანი: კარგს არაფერს ველი!
- +

26 აგვისტო. 2020. 01:19

 

ემზარ კვიციანი: შევარდნაძე-აბაშიძის საუბარს იხსენებს და იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც აფხაზეთის 30 პროცენტი – კოდორის ხეობა – სააკაშვილმა ამერიკელების დახმარებით რუსებს ჩააბარა. „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი, რომელმაც პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, საშინლად გულგატეხილია და აცხადებს, რომ საქართველოს სინამდვილეში მართავენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები, რომელთა წარმომადგენლებიც აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო უწყებაში ინსტრუქტორებად არიან ჩანერგილი:

 

– იურიდიულად აფხაზეთი ჩვენია, მაგრამ, ფაქტობრივად, სომხების ხელშია! ყველაფერი, რაც კი აფხაზეთში არსებობს, სადაც კი ფული იშოვება და სადაც ადამიანი კარგად ცხოვრობს, სომხებს ეკუთვნით. აფხაზეთში სომხების რიცხვი დღითიდღე მატულობს, სამაგიეროდ, ქართველებისა და აფხაზების რიცხვი იკლებს. დღეს საქართველოსა და რუსეთს შორის ჩამოგდებული შუღლი სწორედ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებაში მოკალათებული გვარგადაკეთებული სომხების მიერ არის ინსპირირებული! ამ მიზანმიმართული და ვირეშმაკული პოლიტიკის შედეგად რუსეთში ქართველები თავიანთ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გავლენებს კარგავენ, სამაგიეროდ, სომხები ძლიერდებიან.

 

– ბატონო ემზარ, მაინც ვინ არის ამ პოლიტიკის შემოქმედი?

 

– ამ პოლიტიკის ავტორები არიან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რომელიც წარმოშობით თბილისელი სომეხია და მისი ნამდვილი გვარი გახლავთ კალანტაროვი; ასევე მისი თანაკურსელი ანდრანიკ მიგრანიანი, რომელიც ქართველების დაუძინებელი მტერია და პრემიერ–მინისტრი მიშუსტინი, რომელიც, როგორც ამბობენ, ასევე გვარგადაკეთებული სომეხია!

 

სხვათა შორის, ჯანმრთელი რუსები, მაგალითად, შევჩენკო და სხვები, ამას უკვე ხვდებიან და აცნობიერებენ. ამ ბოლო დროს, ეტყობა, რუსეთის ხელისუფლებაში ამის შესახებ ვიღაც დაფიქრდა და რუსეთის პროკურატურიდან ეთნიკური სომხები, რომლებიც მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ, მასობრივად გამოუშვეს. სომხური ლობი ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს იმისთვის, რომ რუსები ფეხქვეშ გაიგონ.

2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს გავრილოვის თბილისში ჩამოყვანა და იმ უბედურების მოწყობა, რომელმაც ტურისტული სეზონი ჩააგდო და საქართველოს მილიარდობით დოლარის მოგება დააკარგვინა, სწორედ სომხური ლობისა და საქართველოში მოქმედი „მეხუთე კოლონის“ მიერ იყო ინსპირირებული. როცა ამის შესახებ გავრილოვს ვუთხარი, მას არაფერი გაკვირვებია...

 

– კი მაგრამ, რუსებმა თუ ეს იციან, რატომ არაფერს აკეთებენ?

 

– ახლა სიტუაცია ისეთ ჩიხშია შესული, ძალიან ძნელია რამის გაკეთება. მაგალითად, აფხაზებმა ძალიან კარგად იციან, რომ სომხები თავზე გადაასხდნენ, მაგრამ ვეღარაფერს შვრებიან... ჩვენსა და აფხაზებს შორის ერთადერთი კოდორის ხეობა იყო დარჩენილი, სადაც გულწრფელი ურთიერთობა და ლაპარაკი შეგვეძლო. უკვე შერიგებულები ვიყავით და ერთმანეთში მისვლა-მოსვლაც დაწყებული გვქონდა, მაგრამ მოვიდა თუ არა სააკაშვილი, კოდორის ხეობას მაშინვე უწოდა „ზემო აფხაზეთი“ და დაიწყო აგრესიული რიტორიკა. სააკაშვილი და მისი ხროვა მთელი ორი წლის განმავლობაში აფხაზებს იწვევდნენ და უღრენდნენ – „თუ აქ შემოხვალთ, ცხვირ-პირს დაგილეწავთ!“ – და ა.შ. კავკასიელს რომ ამას ეტყვი, ხომ იცით, რასაც ნიშნავს?! მიუხედავად ამისა, აფხაზებმა დადებული პირობა ბოლომდე შეასრულეს და კოდორის ხეობისკენ იარაღით არც გამოუხედავთ.

 

სააკაშვილმა და ნაძირალა ოქრუაშვილმა რომ დაინახეს, აფხაზები ნაცების პროვოკაციას არ ჰყვებოდნენ, ადგენენ და 2006 წელს კოდორის ხეობა დაბომბეს.

 

ამას შედეგად მოჰყვა ჩემი კოდორის ხეობიდან განდევნა და ადგილობრივებისგან შექმნილი შეიარაღებული დაჯგუფების „მონადირის“ დაშლა. საბოლოოდ, 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილმა კოდორი რუსებს ტყვიის გაუსროლელად ჩააბარა და ხონჩით მიართვა.

 

– თქვენს აფხაზ მეგობრებს დღეს ეკონტაქტებით?

 

– კი, როცა ენგურს აქეთ ავადმყოფის გადმოყვანაა საჭირო და დახმარება სჭირდებათ, რაც შემიძლია, ყველაფერს ვაკეთებ.

 

– 2020 წლის პარლამენტისგან რას ელით?

 

– არაფერს! უცხოელი ინსტრუქტორების მითითებით, სავარაუდოდ, ასეთ რამეს გააკეთებენ – პროპორციული სიით რაც შეიძლება მეტ ლიბერასტს შეყრიან პარლამენტში, რათა ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა კანონი დაამტკიცონ! ასე რომ, არ გამიკვირდება, თუ 2020 წლის პარლამენტი ერთნაირ სქესიანთა ქორწინებას დააკანონებს...

 

– „პატრიოტთა ალიანსი“ რატომ დატოვეთ, ვინმეზე ნაწყენი ხართ?

 

– საერთოდ, პარტიების წინააღმდეგი ვარ! პარტიებმა ქვეყანა დაღუპეს, რის შესახებაც თავის დროზე ილია ჭავჭავაძეც გვაფრთხილებდა. აწი ვერცერთ პარტიაში ვეღარ მიხილავთ და პოლიტიკიდან საერთოდ მივდივარ, რადგან ასეთ გაყიდულ სიტუაციაში არსებობა არ შემიძლია!

 

ყველა და ყველაფერი გაყიდულია... ეს პოზიცია, ოპოზიცია, „ნაცები", ბოკერიას „ნაცები", სუყველანი კუდებით არიან ერთმანეთზე გადაბმული.

 

– ვიცი, რომ ბელარუსში ბევრი მეგობარი გყავთ... რა ხდება მინსკში?

 

– ბელარუსში რაც ხდება, სხვა არაფერია, თუ არა მართლმადიდებლობაზე პირდაპირი შეტევა. ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ძალიან ბევრი ხალხია ჩასული რუსეთიდან, უკრაინიდან და, მათ შორის, საქართველოდანაც. მოკლედ, მთელი სალიბერასტეთი იქ არის ჩაყრილი. თუ ლუკაშენკოს უნდა, რომ თავისი ქვეყანა და ხალხი გადაარჩინოს, მაშინ ეს ჩასული ხალხი ციხეში უნდა ჩაყაროს, ხოლო თავის ხალხთან დაილაპარაკოს! ლუკაშენკომ ამ ლიბერასტებს აუცილებლად უნდა გადაუკეტოს დაფინანსების წყაროები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბელარუსი გაიზიარებს საქართველოსა და უკრაინის ბედს და ქვეყანას ჯერ დაანგრევენ, ხოლო შემდეგ გაძარცვავენ!

 

– მერედა, ლუკაშენკოს ამის რესურსი აქვს?

 

– ბელარუსში სიტუაცია არასახარბიელოა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ლუკაშენკოს რესურსი ჯერ კიდევ დარჩა. გაიხსენეთ მუამარ ყადაფი, რა უქნეს მას და როგორ დაასრულა ცხოვრება? ლიბიაში რაც მოხდა, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ყადაფი თავის ხალხს მართლა კომუნიზმში აცხოვრებდა. კაცმა უდაბნოში წყალიც კი გაიყვანა... 18 კაცი დაატრენინგეს, უზარმაზარი ფული დახარჯეს და მუამარ ყადაფი დაამხეს. დღეს ლიბიელები თავში აგურებს ირტყამენ, აქაოდა, ეს რა ჩავიდინეთო, მაგრამ უკვე ყველაფერი გვიანია. აი, ზუსტად ანალოგიურ უბედურებას უმზადებენ ბელარუსს, რომელსაც გააჩანაგებენ და გამოხრავენ. უკრაინა ჩვენზე უმძიმეს მდგომარეობაშია, ეს უზარმაზარი პოტენციალის მქონე ქვეყანა უკვე შეჭამეს და გააუბედურეს.

 

– ხომ არ ფიქრობთ, რომ ლუკაშენკოს გადატრიალებას პუტინი უწყობს? მოგეხსენებათ, ამ ბოლო დროს ბელარუსში დაიჭირეს რუსული „ვაგნერის“ 30-კაციანი ჯგუფი და ლუკაშენკომ პირდაპირ რუსეთს დაადო ხელი – გადატრიალებას მიწყობდითო! რას იტყვით?

 

– თუ პუტინმა და რუსეთმა არ უღალატეს, ლუკაშენკოს ვერაფერს უზამენ! მაგრამ დიდია იმის ალბათობა, რომ პუტინი ლუკაშენკოს გაწირავს...

 

– ამას რის საფუძველზე აცხადებთ?

 

– დავაკვირდეთ, რას აკეთებს საქართველოში „ფეესბე“! ჩვენ რომ ლიბერასტული ძალები ამერიკელების მიერ მართული გვგონია, სინამდვილეში წარმოადგენენ კრემლის აგენტურას. ზუსტად იგივე სიტუაციაა ბელარუსშიც...

 

– რამ შეიძლება, აფხაზეთი ჩვენკენ შემოატრიალოს?

 

– აფხაზეთის დასაბრუნებლად ძალიან დიდი შანსი გვაქვს.  ხომ ხედავთ, რაც გვიქნეს – აფხაზეთის ტერიტორიის 30 პროცენტს ვაკონტროლებდით, მაგრამ ამერიკელები სააკაშვილს დაეხმარნენ და ის 30 პროცენტიც რუსეთს გადასცეს!

 

– კი მაგრამ, ამერიკას საქართველოს დანგრევა რაში აწყობს და ჩვენ მიზანში რატომ ამოგვიღეს?

 

– მარტო ჩვენ არ ვართ მიზანში ამოღებული, ჩვენს დღეში ბევრია! გაგახსენებთ შევარდნაძისა და ასლან აბაშიძის საუბარს, რომლის შესახებაც ასლანმა პირადად მიამბო. სოხუმის დაცემის შემდეგ, თურმე, შევარდნაძეს უთქვამს აბაშიძისთვის – ასლან, გამოიყვანე ქართველები აჭარიდან, თორემ ხომ ხედავ, სოხუმში რა გვიქნეს?!აჭარაში უარესს გვიზამენ, რადგან საქართველო მსოფლიოს მმართველ ძალებს გადანაწილებული აქვთო! ამის გამო შევარდნაძესა და ასლან აბაშიძეს შორის სერიოზული დაპირისპირება მოხდა, რადგან ასლანმა აჭარა არ დატოვა.

 

– ძალიან გულგატეხილი ჩანხართ!

 

– კი, გულგატეხილი ვარ, რადგან კარგს არაფერს ველი! 70 ათასი კაცი ქონებისა და საცხოვრებლის გარეშეა დარჩენილი, რადგან სააკაშვილმა მათ ყველაფერი წაართვა და რეპრესიებში მოაყოლა. მხოლოდ ქართველები გაატყავა, სხვა ეროვნებას არ შეხებია... გენოციდი მოგვიწყო და აქედან დოლ-გარმონით გავუშვით. ამ 70 ათას კაცს არავინ არაფერს უბრუნებს...

 

– სულ არაფრის იმედი გაქვთ?

 

– ერთის იმედი მაქვს – ერთ მშვენიერ დღეს ქართველი ხალხი ბარებით, თოხებით, ფიწლებითა და კომბლებით შეიარაღდება და უცხო ქვეყნის აგენტებს ხელისუფლებიდან გარეკავს! აი, სწორედ მაშინ მოისვენებს და გადარჩება საქართველო!!!

 

დიტო ჩუბინიძე

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner