logo_geo
eng_logo
ბელა შალვაშვილი: ყველაფერი სიმართლით უნდა აისახოს!
- +

30 აგვისტო. 2020. 01:08

 

 

„ძალზე კეთილშობილური ზრახვაა, ფილმი გადაიღო და სიმართლე მიაწვდინო ადამიანებს“,  - ამბობს ქართველი ისტორიკოსების მიერ დოკუმენტური ფილმის - „ცხინვალი 1920“ გადაღებაზე, პოეტი, ფირდოუსის „შაჰ-ნამეს“ ყველა წიგნის მთარგმნელი, ირანის მთავრობის მიერ ფირდოუსის პრემიის მფლობელი, ბელა შალვაშვილი და იქვე განაგრძობს:

 

 

- მაგრამ ეს შენი სიმართლე, ადვილი შეუძლებელია, უმალ გაგიცამტვეროს ავის მოსურნემ, რომელიც ერთობ გაწაფულია ამ საქმეში.

 

ჩემი მოგონილი არ არის ის ამბავი, რომ შემდეგში სამხრეთ ოსეთად წოდებულ სამაჩაბლოში მეოცე საუკუნის დასაწყისში სულ რაღაც სამი თუ ოთხი ოსური ოჯახი ცხოვრობდა. ისინი რაღაც დანაშაულის ჩადენის შემდეგ ჩამოსულან საქართველოში, მაჩაბლებისა და ამილახვრების მიწა უთხოვიათ იჯარით, დაფუძნებულან, სული მოუთქვამთ, მერე და მერე ხალხი ხომ ასეთია, იქ კარგად მოწყობილანო, ხმები გავარდნილა და იმ უკვე წელში გამართულებისთვის  სხვებსაც მიუბაძავთ. აი, ჩვენი დამღუპველი ტოლერანტობაც ეს არის - აფხაზებისა არ იყოს, აფსუები ისე არიან აფხაზები, როგორც ჩვენ ვართ ესპანელები თუ იტალიელები.

 

- ფაქტების გაყალბებით  ცდილობენ, ბრალი დასდონ ქართულ მხარეს ოსების გენოციდში, რასაც ეს ფილმი დაუპირისპირდება...

 

- კი, ბატონო, სიმართლეს რა სჯობს, თუ სიმართლეს მიაწვდენ ოსებს, თუნდაც სხვებს, სინამდვილეში, რა როგორ იყო, რომ ორიოდე საუკუნის წინ ეს ე.წ. სამხრეთ ოსეთი მაჩაბლებით და ამილხვრებით იყო დასახლებული, და ვინც იქ ჩამოვიდა, დიდსულოვნად  მიიღეს ამ დიდგვაროვანმა ადამიანებმა. ეს თუ ფილმში ცხადად და მართლად აისახება, ამ ფაქტს სიხარულით მივესალმები, რადგან ყველაფერს რომ თავისი სახელი დაერქმევა, ეს მისასალმებელია.

 

ჩვენმა ისტორიკოსებმა, დიახაც, სიმართლე იციან, ძალიან კარგადაც იციან, როგორ ჩამოდიოდნენ ოსები, როგორ წარიმართა მოვლენები... და გამოსავალი, - თუკი ესეც გამოსავალია, - როგორ დაერქვა სამაჩაბლოს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი.

ეს ყველაფერი უთუოდ სიმართლით უნდა აისახოს. მერე რუსეთის როლი ოსების წაქეზებაზე, იმ თვალსაზრისით, რომ ხელში ჩაეგდოთ ეს მიწა, ეს ყველაფერი იქნება მართლა მისასალმებელი.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner