logo_geo
eng_logo
კობა არაბული: ლაშა ნადარეიშვილმა და „ასავალ-დასავალმა“ ეს ომი საკუთარ თავზე გადაიტანეს
- +

17 სექტემბერი. 2020. 20:20

 

 

როგორც მწერალი, ეთნოკულტურათა მკვლევარი კობა არაბული აცხადებს, გლობალიზაციის სათავეში მდგომმა სატანურმა კასტებმა სააკაშვილი და კორონაც საკრალური გონის დასათრგუნად შექმნეს და ამ საშინელებას ქართველმა ხალხმა ოქტომბერში უნდა დაუსვას წერტილი:

 

– „პირველთაგან იყო სიტყვა“, ანუ იყო გაზეთი „ასავალ-დასავალი“ და მისი რედაქტორი ლაშა ნადარეიშვილი! ამ გაზეთმა და მისმა სიტყვამ გადაწყვიტა სააკაშვილისა და მისი რეჟიმის ყოფნა-არყოფნა, დაიწყო მისი დამარცხების პროცედურა, მოამზადა ენერგეტიკული ველი და ააგორა საზოგადოებრივი აზრი! სწორედ „ასავალ-დასავალი“ აღმოჩნდა ისეთი, ნაპოლეონი რომ იტყოდა – ერთი გაზეთი მირჩევნია ათ გენერალსო. სწორედ ამ ერთმა გაზეთმა ჩამოაგდო სატანა, მანამდე უცნობი გენერლის ივანიშვილის მოვლინებით... ეს იყო სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა და ძალიან რთული პროცესი. სატანის მოციქული „ნაცები“ მოქალაქეებს კი არ სდევნიდნენ, არამედ კლავდნენ და მორგებში აშთობდნენ, ტყის ბუნკერებში აუპატიურებდნენ, ქუჩებში სისხლის ტბორებს აყენებდნენ.

 

ლაშა ნადარეიშვილმა და „ასავალ-დასავალმა“ ეს ომი საკუთარ თავზე გადაიტანეს. ის აყარეს და განდევნეს საკუთარი ოფისიდან, მაგრამ გაზეთი მაინც ვერ გააჩერეს. მას ერთი ნომერიც არ ჩაუგდია იმ სისხლიანი ტირანიის დროს.

 

– ბატონო კობა, ძალიან დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის, მაგრამ, არა მგონია ეს იყოს დღეს თქვენი მთავარი სათქმელი...

 

– ეს გაზეთი ქვეყანას მაშინაც ჰაერივით სჭირდებოდა და დღესაც სჭირდება, რადგან სატანასთან ბრძოლის პროცესი არ დასრულებულა! დადგა მკვლელთა ტერორისტული სექტისგან პოლიტიკური და ეროვნული სივრცის გაწმენდის დრო, მოსაგებია ომის მეორე ფრაზა და „ასავალ-დასავალმა“ კვლავ გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ამ ურთულეს ვითარებაში!

 

სამწუხაროდ, შემოგდებული 9-წლიანი კოჰაბიტაციური ზავის პირობებში სააკაშვილის კლონებისა და კლანების განდევნა შეუძლებელი გახდა. მათ ამ პერიოდში სახელმწიფოს აუნაზღაურებელი პოლიტიკური და ეკონომიკური ზიანი მიაყენეს. იყო რამდენიმე გადატრიალების მცდელობა, ადგილი ჰქონდა ობსტრუქციას, ცილისწამების, დასმენის, დივერსიის არაერთ გამოვლინებას. „ნაცებმა“ და მათმა „გამონაყოფმა“ არასამთავრობოებმა, ტელევიზიებმა და სატელიტმა პარტიებმა შეძლეს ერის ზნეობრივი სივრცის ვულგარიზაცია, კულტურისა და ტრადიციების დისკრედიტირება, თაობათა ზომბირება, ნარკომანიისა და ამორალური ლიბერალიზმის დამკვიდრება. აი, ამ ყველაფერს უნდა დაესვას წერტილი 2020 წლის ოქტომბერში და „ნაცების“ წაბნელებაში ხალხს კვლავ „ასავალ-დასავალის“ მართალი სიტყვის იმედი აქვს!

 

წინათ ორი ხევსური ძმა მხედრულად ერთ მტერს არ შეებრძოლებოდა – ერთზე ორის მისვლა სირცხვილად ითვლებოდა. ახლა ამათ მორალს დააკვირდით – ყველანი ერთის შესაჭმელად გიენებივით არიან მომართული. ყეყეჩთა ეს „ოლიგოფრენია“ უნდა დასრულდეს!

 

– „ოლიგოფრენია“, ანუ?

 

– „ოლიგოფრენია“ ეს არის „გონებასუსტთა“ ფიხონი, ანუ შალიკოს თავლაში „დამბალ ხაჭოზე“ სერომანია. საბედნიეროდ, ლომი ჯერ ბებერი არ არის. ის ჭკვიანი, გონიერი და ძლიერია!

 

დიდი ჰაინე ამბობს – ყეყეჩს შეუძლია 2 ყეყეჩის შობა და მათემატიკური პროგრესიით მრავლდებიან, მაგრამ, სამწუხაროდ, ერთ გენიოსს არ შეუძლია თუნდაც ერთი გენიოსის შობა. შემდგომ გამრავლებული ყეყეჩები იმ ერთ გენიოსსაც დევნიან, კლავენ ან აძევებენ და ქვეყანა ხშირად ყეყეჩების ანაბარი რჩება. ახლაც ასეთი ვითარებაა. ამიტომაც ვამბობ – „ასავალ-დასავალმა“ და გონიერმა საზოგადოებამ უნდა ჩაშალოს ჭილყვავების პარადი და გაწმინდოს ქართული პოლიტიკური სივრცე ყეყეჩი შიზოიდი „ბელადის“ სააკაშვილისა და მისი კლონებისგან. არცერთი ხმა ნაცისტ ბარბაროსებს! რაც შეეხება სააკაშვილს, იგი როგორც კორონა, პოლიტიკური მიზნებით არის შემოგდებული ქვეყანაში!

 

– გასაგებია, რომ სააკაშვილი და მისი იდეა 2020 წლის არჩევნებში უნდა დამარცხდეს, მაგრამ რა შუაშია კორონა, სააკაშვილი და პოლიტიკა ერთმანეთთან?

 

– ცივილიზაციის მკვლევარნი – ჰეგელი, რენე, გენონი და სხვანი მიიჩნევდნენ, რომ უძველესი ცივილიზაციები ტიბეტში, შუმერეთში, ეგვიპტე-ბაბილონსა და კავკასიაში იშვა. ბლუმენ-ბახი პირდაპირ ასაბუთებდა, რომ ანთროპოლოგიურად თეთრი რასა და მისი კულტურა კავკასიიდან მოდის. მასონებმა ეს კარგად იციან და სააკაშვილი საქართველოში სწორედ ამ ისტორიული ინტელექტისა და გონის წასაშლელად შემოაგდეს. შემოაგდეს და ჯერჯერობით, ხელიდან არ უშვებენ!

 

ჩემი ღრმა რწმენით, მასონთა სფინქსებმა, გლობალური მსოფლიოს შემქმნელმა სატანურმა კასტებმა კორონაც მსოფლიო უხუცესთა საკრალური გონის დასათრგუნად შექმნეს – „უფროსი თაობის ბოლომდე ჩასარეცხად“.

 

„მასონურ სფინქსს“ არ სჭირდება ისტორიული კულტურები, ის ქმნის ცივილიზაციის ახალ მოდელს, რომელსაც ხელს უშლის ძველი რელიგიები.

 

ამიტომაც „ჩარეცხა“ და გაუხეთქა გულები სააკაშვილმა ჩვენი დროის საამაყო შვილებს, ტერორსა და რეპრესიებში მოაყოლა ქართველი მეცნიერები, ცნობილი ხელოვანები და მწერლები. მხოლოდ უნიტაზის მწერლობა, ქუჩის ხუნეიბინები, უზნეო, უმორალო ტელეჟურნალისტები და არასამთავრობოები დატოვა და წააქეზა ფინანსურად. ისინი ახლაც იღებენ სუბსიდიებს მამუკა ხაზარაძისა და მისი მსგავსი მონებისგან! ამიტომაც, ადგათ გულზე „ასავალ-დასავალი“ და ყველა ის ეროვნული ძალა, რომელიც მართალ სიტყვას ამბობს!

 

– სხვათა შორის, ყაჩაღბანკირმა ხაზარაძემ ახლაც გაჰკრა კბილი „ასავალ-დასავალს“ – ბოდიშები მოვახდევინეო...

 

– ეს იმას ნიშნავს, რომ მის უტიფრობას საზღვარი არა აქვს და პოლიტიკური სივრციდან ისევე უნდა გაქრეს, როგორც ძმანი მისნი – „ნაციონალები“, რომელთაც ერთადაც აყაჩაღებდა ქართულ ხალხს, ხოლო დედის მაგინებლებსა და უნიტაზის პოეტებს პრემიებით ახალისებდა. საბოდიშო „ასავალ-დასავალს“ კი არა, ხაზარაძეს აქვს ქართველ ხალხთან!

 

კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვამბობ – სააკაშვილმა სწორედ ხაზარაძისნაირი უმორალო ადამიანების დახმარებით, ჰიბრიდული ბრძოლის ხერხით, სისხლიანი ძალადობითა და ფსიქოლოგიური ტერორით შეძლო კულტურის ქურუმთა და მეცნიერთა მთელი თაობის ბლოკირება და ეს შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ჯერაც არ დასრულებულა.

 

დღეს ამ პოლიტიკას სააკაშვილის ფინიები აგრძელებენ! ორიოდე წლის წინათ გივი ბერიკაშვილის გასვენებაზე კახი კავსაძე შემხვდა. მაშინ ნათელაშვილს ერთი „სერია“ ნალანძღი ჰყავდა ორი დიდი მსახიობი – კავსაძე და ბერიკაშვილი. კახიმ შემომჩივლა – თუ ძმა ხარ, სადაურია ეს კაცი, ნუთუ არ იცის, რომ ხელოვანებს, მსახიობებს, მწერლებს, მოქანდაკეებს, დაწყებული შუმერებიდან დღემდე, ყველგან და ყველა დროში მეცენატები, კარდინალები, სამეფო კარი, სახელმწიფო ხაზინები აფინანსებდნენ? ვინ შეუკვეთა მიქელანჯელოს ან სხვა დიდოსტატებს შედევრების შექმნა?! გივი ბერიკაშვილი გულნატკენი წავიდა – ჩემს სიცოცხლეში არავის გავულანძღივარ ნათელაშვილის გარდაო. ნახვა უნდოდა, რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ვეღარ მოასწრო. დღეს კვლავ კახის მიადგნენ...

 

დიახ, სააკაშვილი და ყველა ის, ვინც მის ირგვლივ არის შემოკრებილი საზოგადოების ჰიბრიდული, კომპლექსური მკვლელია, ელიტური ნაწილის ფიზიკური და მორალური დამაქცევარი, ახალი თაობის მაზომბირებელი, გამომთაყვანებელი, შუა თაობის უსაქმოდ, უფუნქციოდ, სახტად დამტოვებელი და ქვეყნის ტერიტორიული სივრცის, ანუ საზღვრის დამშლელი!

 

რომ არა ივანიშვილის ფენომენი, საქართველოდან აღარაფერი დარჩებოდა. მე ვთვლი და ასე ფიქრობს ქართველი ხალხის უმრავლესობა, რაც ივანიშვილმა გააკეთა და რასაც აკეთებს, ეს არის შეუძლებლის შესაძლებლად ქცევა!

 

– გამოდის, არჩევანი ისევ „ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ შორის არის გასაკეთებელი?

 

– დიახ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვუთხრათ არა ნიფხავჩახდილ, სამშობლოს გამყიდველ „ნაცჯალათებს“ თავის „გამონაყოფებიანად“!

 

ჩვენ უნდა შევძლოთ მოვლენათა ქვეყნის საკეთილდღეოდ შემობრუნება და პოლიტიკური ველიდან ჰიქსოსების სამუდამოდ გაძევება!

 

 

ნატო ფოცხიშვილი

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner