logo_geo
eng_logo
სოსო მანჯავიძე: სააკაშვილის გაყიდულია დავით გარეჯი, ახალგორი, სამაჩაბლო და კოდორის ხეობა!
- +

19 ოქტომბერი. 2020. 23:21

 

 

 

ექს–პრეზიდენტ მიხელ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, ქედზე მდებარე მონასტრები – ჩიჩხიტური და უდაბნოს მონასტრები აზერბაიჯანულ მხარეს გადეცა. სააკაშვილთან ერთად ამ საკითხზე იმუშავა მაშინდელმა სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილმა წევრებმა, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებიან. დამნაშავეთა წრე ფართოვდება. ანალიტიკოსი, სოსო მანჯავიძე for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, რომ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეში პროკურატურამ სააკაშვილის როლი გამოკვეთა.

 

for.ge სოსო მანჯავიძეს ესაუბრა.

 

- როგორც გაირკვა 2007 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკანონმდებლო ცვლილებაც განახორციელა, რომ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მომხარიყო აზერბაიჯანული მხარისთვის დავით გარეჯის და კერძოდ, უდაბნოს და ჩიჩხიტურის გადაცემა. უმძიმეს საქმეს იძიებს საქართველოს პროკურატურა, თუმცა ყოფილი ხელისუფლების წევრები აცხადებენ, რომ ეს საქმე ხელისუფლებამ საარჩევნოდ წამოწია და, რომ აქ სადავო არაფერია. მიზანშეწონილად მიიჩნევთ არჩევნების გამო პროკურატურამ უარი თქვას დავით გარეჯის გასხვისების საქმის გამოძიებაზე?

 

- საქმე გვაქვს მათთვის დამახასიათებელ დაბალი დონის აზროვნებასთან. დავუშვათ, რომ არჩვენებთან არის დაკავშირებული და მმართველი ძალა არჩევნებისთვის იყენებს, ეს რა დანაშაულს გამორიცხავს, ამცირებს?! ეს იმას ნიშნავს, რომ დანაშაული არ მომხდარა?! როგორც ვხედავთ, უმძიმესი დანაშაულია მომხდარი. ესენი კი იძახიან, დანაშაული არ მომხდარა იმიტომ, რომ ეს არჩევნების წინ გამოქვეყნდა. სხვათა შორის, ამას იძახდნენ 2012 წელს, როდესაც გამოქვეყნდა ციხის კადრები - რატომ გამოაქვეყნეს არჩევნების წინ, თვითონ არიან დამნაშავეები, ვინც ეს კადრები გამოაქვეყნაო.

 

არჩევნები დანაშაულის ფაქტს გამორიცხავს?! ეს რა სისულელეა. იმას არ ამბობენ, სინამდვილეში რა მოხდა და ფაქტი რა არის. პირველი ფაქტი ის არის, რომ რაც არ იყო პრობლემა, პრობლემად დადგა და ფაქტია ისიც, რომ 2012 წელს საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირები პირდაპირ ამბობდნენ, რომ დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორია არ არის, აზერბაიჯანის არის და ნუღარ ვეკამათებითო. აი, ეს არის ფაქტი! იმის მაგივრად, რომ ეს ფაქტი განიხილონ, საუბრობენ იმაზე, უკავშირდება თუ არა ეს საკითხი არჩევნებს.

 

მეორე, რასაც ეს ბატონები ამბობენ, რუკა წამოვიდა რუსეთიდანო, დავუშვათ, რომ რუსეთიდან მოიპოვეს, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ის რუკა ავთენტური არ არის?! თუ ამ რუკით შეგიძლია დაიბრუნო შენი ტერიტორია, უარი უნდა თქვა და ტერიტორია უნდა დაკარგო? ამას ამბობენ ესენი! რუკა რადგან რუსეთიდან არის მოპოვებული, ამიტომ რა? - ამ რუკის საშუალებით შენი ქვეყნის ერთ–ერთი უმთავრესი სიწმინდე შენს მხარეს მოაქციო, ეს ცუდია? რას გვეუბნებიან ესენი, არ უნდა მოგვეპოვებინა ეს რუკა, დაგვეკარგა ჩვენი სიწმინდე?

 

მესამე, ამ ტვინგადაღუნულებს თავიანთ ლიბერალურ წუნწუხში შემუშავებული აქვთ ასეთი იდეოლოგია – სასულიერო პირი არ შეიძლება იყოს მართალი, ვინაიდან საპატრიარქო და სამღვდელოება თურმე რუსეთის გავლენის ქვეშ არიან და აქედან გამომდინარე, სასულიერო პირის მიმართ არ შეიძლება არსებობდეს ნდობა, ვინაიდან რუსეთიდან იმართებიან. აი, ამ სრულიად შეურაცხმყოფელ, ცილისმწამებლურ, თავხედურ და საზოგადოებისთვის მიუღებელ ნარატივს ავრცელებენ ეს ტვინგადაღუნულები! რაც მთავარია, ამაში მათ ბევრი ჩვენი თანამოქალაქე აგრესიულად ეთანხმება. მათ მინდა მივმართო – რა ქვია ამას?

 

- „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი მედია საშუალების სამიზნე გახდა არქიმანდრიტი, მამა კირიონ ონიანი, რომელსაც მაშინდელი ხელისუფლება 2006 წლიდან ატყუებდა, რომ ჩიჩხიტურში და უდაბნოს მონასტერში შექმნილი ვითარება დროებითი იყო. დღეს, მამაოს თავდაცვის მინისტრთან ერთად პროვოკაციაში სდებენ ბრალს...

 

– როგორ ბედავენ საერთოდ ხმის ამოღებას, პირდაპირ არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას. მამა კირიონს, რომელიც წლებია ამ საქმისთვის იბრძვის, რომ დავით გარეჯის უდიდესი სიწმინდე ისევ მოაქციოს საქართველოს საზღვრებში, რომელიც ამ გარეწრებმა თავიანთი მოქმედებით აზერბაიჯანულ მხარეს გადასცეს; ეჭვიმტანილები არიან სამშობლოს ღალატში, პირს აღებენ და თავხედურად აფრქვენ სიბინძურეს აგენტს ეძახიან. მარტო იმიტომ, რომ ამ ადამიანს ასეთ ცილს სწამებენ, ყველას უნდა გააყიდინო სახლ–კარი და უმკაცრესად აგებინო პასუხი.

 

საერთოდ, ჩვენ რომ საზოგადოება ვიყოთ, ესენი გარეთ არ უნდა გამოდიოდნენ! მაგრამ ჩვენ აღარ ვართ საზოგადოება. როგორ ბედავენ ესენი საერთოდ ხმის ამოღებას?! პირადად, ბევრჯერ მიფიქრია, რომ შემხვდნენ თავს ვერ შევიკავებ, როდესაც სასულიერო პირზე, არქიმანდრიტზე, რომელიც 15 წელია იბრძვის დავით გარეჯისთვის, ეს უბინძურესი ხალხი ბედავს და ბრალს სდებს. ეს მართლა ათას აგენტობაზე გადამხტარი არსებები, დაუღიათ პირი და ასეთ უბინძურეს ბრალდებებს ისვრიან.

 

- ფაქტია, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ მიზანმიმართულად ჩასვა კომისიაში დილეტანტები, ანუ მიწათმომწყობები და არა კარტოგრაფები. პროფესიონალები გაიწვეს კომისიიდან. ესეც მიზანმიმართულად გაკეთდა და ივერი მელაშვილის მეუღლის განცხადება, რომ მისი ქმარი საქართველოს სადღეგრძელოზე ტიროდა, ამიტომ ის გმირია, ხოლო მამაო, მელაშვილი თავის დონედ არ თვლიდა, თურმე ვიღაცის დავალებას ასრულებს. სად შეიძლება აქ ლოგიკის დანახვა?

 

– გასაგებია, რომ ჩვენ სენტიმენტალური ხალხი ვართ და ურაპატრიოტულმა სენტიმენტალიზმა დაღუპა ეს ქვეყანა. მელაშვილი რახან ტიროდა, ამიტომ რა ვქნათ, რა გავაკეთოთ, ეს იურიდიული ფაქტია? გასაგებია, რომ ისინი დანიშნული იყვნენ პატივცემული ივანეს და პატივცემული მიხეილის მიერ, რომლებსაც ჰქონდათ თავიანთი პოლიტიკური შეკვეთა და ეუბნებოდნენ რა უნდა გაკეთებულიყო. ყველაფერი თავიანთი სპეცსამსახურების მეშვეობით მოაწყვეს, ვის რა უნდა სცოდნოდა და ვის რა. ეს ბრალდებულები უბრალო შემსრულებლები იყვნენ.

 

იქამდე მივიდა საქმე, რომ ჟიჟილაშვილი და სანაია მამაოს ეუბნებიან, რა მნიშვნელობა ჰქონდა ექსპერტი რაზე მოაწერდა ხელს, მაინც პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა დამდგარიყოო. პოლიტიკური გადაწყვეტილება სწორედ ექსპერტების დასკვნის საფუძველზე კეთდება. ამ გამოტვინებულებზე და ამ დემაგოგებზე არაფერს არ ვლაპარაკობ. ასევე, რა მნიშვნელობა აქვს ცოლი რას ამბობს, რატომ გამოჰყავთ? კარტოგრაფია, თუ ბატონი ივერი მასთან ერთად თათბირობდა და მას უმხელდა? რა იცის ცოლმა? ის, რომ სუბიექტური იქნება, ძნელი გასაგებია? ან თვითონ რატომ აქტიურობს, ექიმი ვაჟასი არ იყოს? რასაც „მთავარი“ „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ ლაპარაკობს, არის ტყუილი.

 

- ოპოზიციის შეფასებით, დღეს, როდესაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარეობს საომარი მოქმედება, აზერბაიჯანთან დავით გარეჯზე საუბარი არის შეცდომა. რამდენად არგუმენტირებულად თვლით ოპოზიციის ამ ბრალდებას?

 

– არგუმენტი ზუსტად ისევე ბრიყვული და დეგენერატულია, როგორიც თვითონ არიან. აიღონ ქრონოლოგია, როდის იყო ჯეიჰუნ ბაირამოვი ჩამოსული, როდის დაიწყო გამოძიება და საერთოდ, როდის დაიწყო ამ საქმის მოძიება. რა შუაშია ყარაბახის ომი? რა უნდა ექნა ხელისუფლებას, რახან ომი დაიწყო, ამიტომ მივცეთ ტერიტორიები, რა დროს დავით გარეჯია, ომი დაიწყო ყარაბაღშიო? ყარაბაღის ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე მოიპოვეს ეს რუკა. 17 სექტემბერს ჩამოვიდა ბაირამოვი და მაშინ ოფიციალურად გაცხადდა, რომ საქმეში არის ახალი გარემოებები, რამაც შეიძლება საქართველოს სასრგებლოდ შემოატრიალოს ეს საკითხიო.

 

- აზერბაიჯანული მხარე საკმაოდ მშვიდად შეხვდა ამ საკითხს...

 

– ესენი არიან ზუსტად რუსეთის აგენტურა და ამაშია საქმე. ესენი არიან მეხუთე კოლონა, რომლებიც გამიზნულად ანგრევენ ამ ქვეყანას. მათ გადასცეს ტერიტორიები – ქსნის ხეობა, კოდორის ხეობა – ცხვირი უნდა ამტვრევინო იმ კოდორის ხეების კლდეებზე იმათ, ვინც ამას ამბობს. ესენი არ არიან ამ ქვეყნის გულშემატკივრები, ესენი არიან ამ ქვეყნის მტრები, რომლებიც შარვალ ჩახდილები იდგნენ იმ საზღვართან და ჩვენ რომ ხალხი ვიყოთ, შარვალ ჩახდილი უნდა ვატარო ეს გარეწრები! რას ლაპარაკობენ საერთოდ! წინასწარ უნდა სცოდნოდა ზალკალიანს, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი ომს იწყებდნენ? ნათელია ყველაფერი, დადასტურდება, რომ გაყიდეს უდაბნო და ჩიჩხიტური. დიახ, სააკაშვილის გაყიდულია დავით გარეჯი, ახალგორი, სამაჩაბლო და კოდორის ხეობა. მიშას როლი ამ საქმეში გამოკვეთილია და ამიტომაც გააქტიურდნენ. ყველამ კარგად ვიცით, რაც მოხდა. არავის არ ეპატიება ქართული მიწების და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. ეს არის სამშობლოს ღალატი.

 

- რაც შეეხება სახალხო დამცველის პოზიციას, მან მელაშვილისა და ილიჩოვას დაკავებაში პოლიტიკური მოტივი დაინახა, მაგრამ პოლიტიკური მოტივი ვერ დაინახა მამა კირიონის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებთან დაკავშირებით. როგორ ხსნით ნინო ლომჯარიას პოზიციას?

 

– სირცხვილია ეს სახალხო დამცველი! ყველას უნდა რცხვენოდეს! სირცხვილია, რომ ეს არსება დღეს ასეთ თანამდებობაზეა!

 

ქალბატონი სახლახო დამცველი თბილისის აბანოებში მექისეების მიერ სექსუალური შევიწროების საქმით რომ იყო დაკავებული და ძალიან შეწუხებული, მოვუწოდებ, დაკავდეს ამ პრობლემებით. თვთონაც ხშირად იაროს ქისაზე, იქნება ამ პროცედურებმა ცოტა რეალობაში მოიყვანოს. ყოვლად სასაცილო და სამარცხვინო პერსონაჟია, რომელიც ყველა შემთხვევაში ცდილობს იბრძოლოს ეკლესიის წინააღმდეგ, გამონახოს პრობლემები სადაც არ არის. მაქსიმალურად მავნებლობს ქვეყანაზე. არასოდეს ხელი არ მოუკიდია ისეთ საქმეზე, რომელიც ქვეყნის უმრავლესობას აწუხებს, მაგრამ თუ სადმე რელიგიური უმცირესობის, სექტების უფლებების დარღვევას დაინახავს, იქ აქტიურია. მისთვის მთავარია, რომ სექტები, სექსუალური და რელიგიური უმცირესობები იყვნენ დაცული ამ ქვეყანაში, იმის მიუხედავად, ზოგიერთი რელიგიური უმცირესობები რა საფრთხის შემცველია ქვეყნისთვის, თუნდაც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს საერთოდ არ აწუხებს.

 

მაგალითად, პარლამენტში ვიყავით განხილვაზე, სადაც ლაპარაკი იყო იმაზე, რომ უსაფრხოებიდან გამომდინარე ბურკის და ჩადრის ტარება არ არის სწორი, მოსულები იყვნენ ისლამური თემის წარმომადგენლები. მათ განაცხადეს, რომ ბურკის და ჩადრის ტარება არ არის აუცილებელი, ეს ისლამს არ შეურაცხყოფსო. ამის მიუხედავად სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი იძახდა, რომ ეს მუსლიმთა თემის უფლებებს არღვევსო.

 

მაშინ, მე მას მივმართე კითხვით – თქვენ, რომელი მუსლიმი თემის ინტერესებს იცავთ, როდესაც აგერ გვყავს მუსლიმი თემის წარმომადგენლები და ამბობენ, რომ ეს მუსლიმთა გრძნობებს არ შეურაცხყოფს-თქო? წარმოიდგინეთ, ყველაზე უფრო რადიკალური ისლამის ინტერესებს იცავენ. ტრაგედიაა, როდესაც ამაზე გვიხდება საუბარი და ამხელა თანამდებობის პირია ეს ადამიანი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner