logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: ერთ მხარეს დგანან პატრიოტი ქართველები, ხოლო მეორე მხარეს – მოღალატე „სოკარელები“!
- +

20 ოქტომბერი. 2020. 23:02

 

 

„უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ბოლო დროს ქვეყანაში შექმნილ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ვითარებას ეხმაურება და ბიძინა ივანიშვილს საგანგებო განცხადებით მიმართავს! ჩვენი რესპონდენტი, რომელიც კარგად იცნობს სააკაშვილისა და მისი ხროვის ბუნებას, მიიჩნევს, რომ ის, რაც დავითგარეჯში მოხდა, უშუალოდ ერდოღანთან იყო შეთანხმებული:

 

– საქართველოს თუ ამდენი მოღალატე ჰყავდა, ცოცხალი თავით ვერ წარმოვიდგენდი! ფაქტია, რომ იშვიათი გამონაკლისის გარდა, მთელი ჩვენი პოლიტიკური სპექტრი და, განსაკუთრებით, ტელევიზიები, ნაყიდი აქვთ ჩვენი ქვეყნის მტრებს! სააკაშვილი, რომელმაც ხალხს წაგებული ომი აზეიმა, აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მიერ ოკუპირებულ იმ 150 ქართულ სოფელზე აცხადებდა – რაღაც ქვების გროვა დავკარგეთო, ხოლო დავითგარეჯთან მიმართებაში იგივე მოღალატეები გაიძახოდნენ და გაიძახიან – დავითგარეჯი აზერბაიჯანს ეკუთვნისო! ათასჯერ მითქვამს და ვიდეო მტკიცებულებებიც არსებობს – სააკაშვილსა და მის ხროვას დავითგარეჯი აზერბაიჯანის მიწად მიაჩნდათ. საკმარისია, გავიხსენოთ თუნდაც მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის ნინო კალანდაძის გამოსვლა და კულტურის მინისტრის ნიკა რურუას განცხადება, როგორც ლიპარიტ ბაღვაშმა გაუმწარა სიცოცხლე დავით აღმაშენებელს, რაც საბოლოოდ მისი გაძევებით დამთავრდა, სწორედ ისეა სამშობლოს ამ სტაჟიანი მოღალატეების – სააკაშვილისა და მისი ხროვის საქმე, რომელთა გამოსწორებაც არ იქნება! დიახ, სიმსივნე თუ არ მოიკვეთა, მეტასტაზები მთელ სხეულს მოედება!

 

– ბატონო ნიკოლოზ, მაინც რა უნდა მოხდეს?

 

– სააკაშვილი იყო მანიაკი და უდანაშაულო ადამიანების მისამართით პარლამენტში ბღაოდა – „ყველანი ციხეში!“ მე ასე ვიტყვი – მხოლოდ ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი კი არა, არამედ ციხეში ასევე უნდა ჩასხდნენ: სააკაშვილი, ნინო კალანდაძე, დავით კეზერაშვილი, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, გივი თარგამაძე და ყველა ის პირი, ვინც კი 2003-2012 წლებში საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში უმაღლეს პოსტებს იკავებდა! ყველა უნდა დაიკითხოს უმკაცრესად და ჩატარდეს ზეკომპეტენტური გამოძიება. ჯერ ერთი, რა უნდოდა ქართულის არმცოდნე ნატალია ილიჩოვას საზღვრის დამდგენ სახელმწიფო კომისიაში ექსპერტ-კარტოგრაფად? აქედანაც ჩანს, თუ როგორი სერიოზულობით უდგებოდნენ ესენი სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საქმეს. ახლა სააკაშვილსა და მის ხროვას – ამ მოღალატეებს, არჩეული აქვთ ასეთი ტაქტიკა – აქებენ და ადიდებენ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას, აქაოდა, ესენი გმირები არიან, რომლებსაც რეჟიმი სრულიად უდანაშაულოდ ტანჯავსო! ამით უნდათ, მელაშვილი და ილიჩოვა დაანამუსონ – ხელი ჩვენკენ არ გამოიშვიროთ, ჩვენი სახელი და გვარი არსად ახსენოთო!

 

ნუთუ ეს მოღალატეები და გარეწრები ვერ ხვდებიან, რომ მელაშვილი და ილიჩოვა სულაც რომ დამუნჯდნენ, გამოძიება თითოეულ მოღალატემდე მივა და სოროდან ამოათრევს? ნაძირალა სააკაშვილისა არ იყოს, მართლაცდა – ყველანი ციხეში! ამ ხალხის გამოსწორება სხვანაირად არ იქნება!!!

 

– ქართველმა ხალხმა სააკაშვილსა და მის ბანდას 2012 წლის 1 ოქტომბერს კუბოზე ბოლო ლურსმანი დააჭედა, მაგრამ მერე „ქართულმა ოცნებამ“ ეს ნაძირალები კუბოდან წამოაყენა და პარლამენტში შეიყვანა! ამაზე რას იტყვით?

 

– ვიტყვი იმას, რომ ესეც იყო ღალატი! ახლა ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოხდეს ამ მოღალატეების მხილება და პოლიტიკური ლუსტრაცია, რადგან ესენი არიან თურქეთისა და აზერბაიჯანის აგენტები!

 

მევლუდ ჩავუშოღლუმ – თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა – პირდაპირ განაცხადა: ეს არის ერთი ერი ორ სახელმწიფოში, თურქეთი არის აზერბაიჯანი, ხოლო აზერბაიჯანი არის თურქეთიო!

 

თურქეთი მთელი თავისი არსებობის მანძილზე არის საქართველოს დაუძინებელი მტერი... სისხლი გაგვიშრო ჩვენ ოსმალეთის იმპერიამ... გადახედეთ, რას უშვრებიან ქართულ ეკლესია-მონასტრებს ოკუპირებულ ტაო-კლარჯეთში... ან აზერბაიჯანი როგორ ეპყრობა ქართველებს საინგილოში – სასაკლაოზე მიერეკება ჰერეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებსაც ქრისტიანობისა და ქართული გვარ-სახელების გამო დევნიან.

 

დარწმუნებული ვარ, რომ ის, რაც დავითგარეჯში მოხდა, როცა სააკაშვილს ძირძველი ქართული მიწის აზერბაიჯანისთვის მიყიდვის მცდელობა ჰქონდა, ყველაფერი შეთანხმებული იყო ერდოღანთან! მე იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ალიევი ძალიან ბინძურ თამაშში ჩაითრიეს... აზერბაიჯანი ყარაბაღის ომიდან გამარჯვებული ვერ გამოვა, რადგან რუსეთი ღიად უჭერს მხარს სომხეთს და, სავარაუდოდ, პუტინი ჩაერთვება ამ ომში.

 

როცა აზერბაიჯანმა დავითგარეჯში ჯარი შემოიყვანა, ბერთუბანში ქართველ წმინდანთა საფლავები ამოთხარა და დავითგარეჯში აზერბაიჯანის დროშების აფრიალება დოლითა და წინწილათი აღნიშნა. როგორც ჩანს, ვიღაცას იმედი ჰქონდა, რომ ჩვენ ამას არ მოვითმენდით, იქ ჯარს შევიყვანდით და საქართველო-აზერბაიჯანს შორის ომი ატყდებოდა. გაიხსენეთ, რას ეუბნებოდა მოღალატე სააკაშვილი ალიევს ბაქოში – თქვენზე მეტი სიკეთე საქართველოსთვის არავის გაუკეთებიაო!

 

კი მაგრამ, რა სიკეთე გაუკეთა აზერბაიჯანმა საქართველოს? კახეთისოდენა ტერიტორია – ჰერეთი რომ ჩამოგვაჭრეს, ჰერელებს, რომ ჩაგრავენ და 30 ათასი ქართველის ნაცვლად, დღეს რომ 8 ათასი ქართველი ცხოვრობს იქ, ეს არის სიკეთე?

 

ფაშინიანმა ფიცი დადო ქალაქ შუშაში, რომელიც აზერბაიჯანელთათვის არის წმინდა ქალაქი. მთელი აზერბაიჯანი ფეხზე დადგა ამის გამო ჩვენი რელიგიური გრძნობები შეურაცხყვესო! ბერთუბანში დოლ-გარმონით რომ შევიდნენ და ქართველი წმინდანები ამოთხარეს, ეს არ იყო ჩვენი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა? გარეჯი არის ჩვენი ბერობის აკვანი, სადაც 1615 წლის აღდგომას შაჰ-აბასმა 6000 ქართველი ბერი აწამა... დიახ, ქართველები იყვნენ ის ბერები და სწორედ ქართველობისა და მართლმადიდებელი ქრისტიანობის გამო ეწამნენ. გარეჯი არის უდიდესი მადლი, ნათელმოსილი ადგილი, რომლის გასხვისებასაც სააკაშვილი ლამობდა და დარწმუნებული ვარ, ამაში ფულიც ჰქონდა აღებული, რაც წამოიყივლა კიდეც, მაგრამ საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ მოასწრო.

 

– ეთნიკური ქართველები, რომლებიც გაიძახიან – დავით-გარეჯი აზერბაიჯანს ეკუთვნისო! – ამ ღალატს რატომ სჩადიან, ფული აქვთ აღებული თუ რაშია საქმე?

 

– ჩემი აზრით, საქმე ძალიან მარტივადაა – ერთ მხარეს დგანან პატრიოტი ქართველები, ხოლო მეორე მხარეს – მოღალატე „სოკარელები“, რომლებიც აზერბაიჯანული „სოკარისგან“, როგორც ჩანს, ფულს იღებენ. ესენი არიან თურქეთისა და აზერბაიჯანის გაშიფრული აგენტები, რომლებიც უკვე აღარაფერს მალავენ! მაგალითად, ნაძირალა დავით ბერძენიშვილი გამოვიდა და პირდაპირ განაცხადა – 3500 ჰექტარი მიწის გულისთვის ხომ ვერ დავუპირისპირდებით აზერბაიჯანსო?! სააკაშვილი გაიძახის – სიტუაციას ვერ დავძაბავთო! ყარაბაღის კონფლიქტი ოცდაათი წელიწადია ვერ გვარდება და რა გავაკეთოთ, ხმა არ ამოვიღოთ? კიდევ 50 წელიწადი დავიცადოთ და მერე, როცა აღარ დავრჩებით, მაშინ ავტეხოთ წივილ-კივილი – დავითგარეჯი ჩვენიაო?! გაოგნებული ვარ... საცოდავო საქართველო, თურმე რამდენი მოღალატე გყოლია! ყარაბაღის კონფლიქტი სულ იქნება, სომეხი და აზერბაიჯანელი მანდ ვერ მორიგდება, რადგან რუსს აწყობს ასე და რა ვქნათ, რას ვუყუროთ, ვის ვუყუროთ, ჩვენი ინტერესები არ დავიცვათ?

 

– დავით აღმაშენებელმა და გიორგი ბრწყინვალემ საქართველო გააერთიანეს მხოლოდ მაშინ, როცა მოღალატეები ან ძელზე გასვეს, ანდა ცივის მთაზე თავები დააყრევინეს!

 

– დავითგარეჯში ამ ბოლოს რომ ვიყავი, მამაოებმა პირდაპირ მითხრეს – საქმე საქმეზე რომ მიდგეს, იცოდეთ, ქართველების დიდი ნაწილი, რომელიც ნაყიდი ჰყავთ, ჩვენს სახელმწიფოსა და ხელისუფლებას დაუპირისპირდება, აზერბაიჯანს მიემხრობა და იმის მტკიცებას დაიწყებს, რომ დავითგარეჯი აზერბაიჯანს ეკუთვნისო! გავიფიქრე – ესენი რას ამბობენ, ნუთუ ასე ცუდად არის ჩვენი საქმე-მეთქი! თურმე, დაიცადე და შენი თვალით ნახავ ამ ნაძირალებისა და მოღალატეების პარადს! როგორც ზვიად გამსახურდია შეჭამა და მოკლა მოღალატე და გათახსირებულმა პოლიტიკურმა სპექტრმა, ზუსტად ასეა დღესაც – საქართველოს დავითგარეჯშიც ზვიადის მკვლელები და მოღალატეები ებრძვიან! ეს მკვლელი გიორგი ბარამიძე, ნაძირალა გიგა ბოკერია, ფიქრია ჩიხრაძე და გარეწარი მამუკა ხაზარაძე არ იყვნენ, რუსთაველზე რომ ეყარნენ და ზვიად გამსახურდიას ეროვნულ ხელისუფლებას „ჩაუშესკუ, ჩაუშესკუს!“ ეძახდნენ?

 

„ქართულ ოცნებასთან“ შესაძლოა, საპრეტენზიო ბევრი იყოს, მაგრამ ამათ არც ქართული მიწები გაუყიდიათ, არც ხალხი უწამებიათ და არც ვინმე დაუხვრეტიათ! კი, ესენი დოყლაპიები არიან, რადგან, რაც ჩვენ დავავალეთ, ვერ გააკეთეს და ეს ნაძირლები ვერ გაასამართლეს, მაგრამ მოღალატეები არ არიან! მოღალატე არის „ნაცმოძრაობა“ და მთელი დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი რამდენიმე პარტიის გამოკლებით.

 

მარიამ ჯაში გამოვიდა და განაცხადა – არჩევნებს დაველოდოთ და გამოძიება მერე დავიწყოთო! აი, უტვინო დედაკაცი... დააკვირდით, რას აცხადებს მეორე უტვინო და მოღალატე – აზერბაიჯანმა და საქართველომ სადავო ტერიტორია ერთობლივად მართოსო! ეს ანა დოლიძემ ბრძანა – ამერიკაში „განსწავლულმა“ უტვინომ... დავით გარეჯი ერთობლივად როგორ უნდა ვმართოთ?! აზერბაიჯანელები იტყვიან, რომ გარეჯი არის მეჩეთი, ხოლო ჩვენ ვიტყვით, რომ ეს არის მართლმადიდებლური სამონასტრო კომპლექსი?! იგივე გაიმეორა ნაძირალა მამუკა ხაზარაძემაც, ანუ ყველანი ლატენტური „ნაცები“ და გაცხადებული მოღალატეები არიან!

 

– ყარაბაღის ომში სააკაშვილმა ერთმნიშვნელოვნად მხარი დაუჭირა აზერბაიჯანს! რატომ?

 

– სააკაშვილი, როგორც ტიპური მოღალატე, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ახალ უბედურებასა და სისხლისღვრაში ჩაითრიოს. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ვის ეკუთვნის ყარაბაღი, მაგრამ, როცა შენ პრეტენზია გაქვს იმაზე, რომ ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის მომლაპარაკებელი გახდე და იცავ ნეიტრალიტეტს, არ უნდა დააფიქსირო შენი პოზიცია არც ერთი და არც მეორე მხარის სასარგებლოდ. სააკაშვილმა ეს განცხადება სიტუაციის ასარევად გააკეთა, რადგან მოღალატეა! სხვათაშორის, საქართველოში ამ ბოლო დროს შეიმჩნევა ერთი მავნე ტენდენცია – გვარგადაკეთებული სომხები, იმისთვის, რომ თავიანთი სომხობა დამალონ, აქებენ და ადიდებენ ალიევს და ლანძღავენ სომხებს! როგორც ვიცი, ზოგიერთებმა ამ საქმეში აზერბაიჯანისგან ფული და ჯილდოებიც მიიღეს! კი მაგრამ, თქვენს ეროვნებას რომ ღალატობთ და გვარებს იკეთებთ, არ გრცხვენიათ? გვარგადაკეთებულო სომხებო, თქვენ თუ თქვენი ეროვნება გესირცხვილებათ და მალავთ, საქართველოს როგორღა შეიყვარებთ და როგორი იქართველებთ?

 

– ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა „ტელეიმედის“ ეთერში უშიშროების საბჭოს ის სხდომა გაიხსენა, სადაც სააკაშვილი და მისი ხროვა დავითგარეჯის საკითხს განიხილავდნენ...

 

– ნოღაიდელმა, ფაქტობრივად, ხელი დაადო სააკაშვილს და აღიარა, რომ სააკაშვილის გარეშე არაფერი მომხდარა. მართლაც, სააკაშვილის ნებართვის გარეშე საქართველოში შენობა არ იღებებოდა და, როგორ გგონიათ, მოღალატე სააკაშვილმა არ იცოდა, რას აკეთებდა?! ეკს მოღალატეები ასეთ რამესაც ამბობენ – აზერბაიჯანს ეკლესია-მონასტრები საერთოდ არ აინტერესებს, სტრატეგიული სიმაღლეები უნდაო! თქვე მოღალატეებო, საქართველოს არ სჭირდება სტრატეგიული სიმაღლეები? თუ ტერიტორია ჩვენ გვეკუთვნის, ხმა არ უნდა ავიმაღლოთ?

 

აქვე მინდა საგანგებო განცხადებით მივმართო ბიძინა ივანიშვილს: ბატონო ბიძინა, თუ გინდათ, რომ ხალხის ნდობა და პატივისცემა დაიბრუნოთ, მოგვაშორეთ ეს შავი ჭირი და მოეშვით ამ მოღალატეების ფერებას! ბოლოსდაბოლოს, რა ხდება თქვენს თავს? ვინც მოღალატე ნაცებთან ერთად ქეიფობს და კარგად მღერის, ისინი საარჩევნო სიაში ჩასვით და პატრიოტები გვერდზე გააჩოჩეთ? დროა, ირაკლი ღარიბაშვილსა და მისთანა პატრიოტებს ქართულ სახელმწიფოში უფრო მეტი სიტყვა ეთქმოდეთ! როგორ ვნანობ, რომ დავით აღმაშენებლის ეპოქაში არ ვცხოვრობთ, თორემ სააკაშვილს, ბოკერიას, ბურჯანაძეს, მის ქმარს, მერაბიშვილს, მამუკა ხაზარაძეს, ნიკა გვარამიას, ვაშაძესა და დანარჩენ მოღალატეებს ძელზე გასმულს ან სარებზე ჩამოცმულს ვიხილავდით!

 

– ვფიქრობ, გამოძიება ბოლომდე უნდა მივიდეს და როცა მოღალატეებს საკადრისი მიეზღვებათ, ამის შემდეგ უკვე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა აკრძალოს და კანონგარეშედ გამოაცხადოს მოღალატეთა პარტიები?

 

– „ნაცმოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“, „ლელოსა“ და სხვა მოღალატეების დანდობა არ შეიძლება... ტვინგაწყალებულ სააკაშვილის ზვიადისტებს მივმართავ: შესაძლოა ამ ხელისუფლებას შეცდომები აქვს, მაგრამ კოდორი და ახალგორი ტყვიის გასროლის გარეშე ამ ხელისუფლებამ ჩააბარა? ამ ხელისუფლებამ მისცა 30 ათას თურქს საქართველოს მოქალაქეობა, აჭარა რომ გაათურქეს? ეს ხელისუფლება აპირებდა დავითგარეჯის გასხმისებას? ბერიას მიერ გამოშვებული რუკები დამალეს, გადაფხიკეს და ილიჩოვა და მელაშვილი წმინდანები არიან? „ქართულ ოცნებას“ სულზე რომ არ მოესწრო, მოღალატე სააკაშვილი და მისი ხროვა აზერბაიჯანს დავითგარეჯს კი არა, საგარეჯოსაც მიჰყიდდა!

 

– 31 ოქტომბრის არჩევნები კარს მოგვადგა, რას ელით?!

 

– ფაქტია, რომ ეს მოღალატეები არჩევნებისთვის კი არა, გადატრიალებისთვის ემზადებიან... ამ ხელისუფლებას ნუ ჰგონია, რომ სააკაშვილი სისხლისღვრაზე წასვლას ვერ გაბედავს. ცდებით, მეგობრებო! ზვიად გამსახურდიას მთელი საქართველო მხარს უჭერდა, მაგრამ ხომ ვნახეთ, რაც მოხდა? ცხონებული ზვიადი, ეს ღვთივკურთხეული კაცი და საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ერთმა მუჭა მოღალატეებმა დაამხეს და საქართველოც დაიღუპა... იმის შემდეგ წელში ვეღარ გავსწორდით. მოღალატეები, რომლებიც გადატრიალების საათავეებთან იდგნენ, დღესაც ცოცხლები არიან, დღესაც გვღალატობენ და ყველაფერზე წავლენ. დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილის ბრძანებით, ეს მოღალატეები, რომლებიც არჩევნებში აუცილებლად დამარცხდებიან, შეეცდებიან არეულობის მოწყობას ან სისხლისღვრის პროვოცირებას... ესენი თავისნაირ მოღალატეს მოკლავენ, რათა მერე ყველაფერი ხელისუფლებას დააბრალონ და ამიტომ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ – მოღალატეები – ციხეში!

 

– ყოველგვარი პათეტიკის გარეშე გკითხავთ – ქვეყანას ამდენი მოღალატის ხელში რა ეშველება?

 

– საქართველოს საშველი იყო მაშინ, როცა დიდი იმპერიები ერთმანეთს დაეტაკებოდნენ, ძიძგნიდნენ და ჩვენ ამ დროს გაერთიანებას ვახერხებდით... სწორედ ეს პროცესი იწყება ახლაც და ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყანა ფეხზე დადგომას შეძლებს. მე, როგორც პატრიოტს, მჯერა ის, რაზეც ასე ხატოვნად საუბრობს თავის ერთ-ერთ ლექსში გაზეთ „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი და გამომცემელი, შესანიშნავი პოეტი ლაშა ნადარეიშვილი:

 

„...მტერს ჩვენი სისხლი ვეღარ მოუნდეს,

საქართველოსთვის ღმერთმა ილოცა...

ჩვენ უსათუოდ გავალთ ფსოუმდე,

ჩვენი იქნება საინგილოცა!“

 

დიტო ჩუბინიძე

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner