logo_geo
eng_logo
საჰაერო მიმოსვლის შეჩერების გამო, ახალდაქორწინებული წყვილი მალდივის კუნძულებზეა ჩარჩენილი
- +

8 აპრილი. 2020. 00:06

 

 

 

მსოფლიო პანდემიის შედეგად გამოწვეული კარანტინი დედამიწის თითქმის ყველა ქვეყანას შეეხო – კორონავირუსმა საჰაერო მიმოსვლა თითქმის სრულად შეაჩერა. გამონაკლისი არც ულამაზესი მალდივის კუნძულებია. აღნიშნულს კი 27 წლის ოლივიასა და 28 წლის რაულის საქორწინო მოგზაურობა უკავშირდება.

 

 

წყვილი კუნძულებზე არსებულ ერთ–ერთ ძვირადღირებულ სასტუმროში 6 დღის გატარებას გეგმავდა, შედეგად კი, აეროპორტის დახურვის გამო, „სამოთხეში გამომწყვდეულები“ აღმოჩნდნენ და, რაც  უნდა გასაკვირი იყოს, ისინი სტუმრების სახით ერთადერთნი არიან. ოლივია და რაული სამხრეთ აფრიკის მოქალაქეები გახლავთ.

 

 

ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ The New York Times-ი აქვეყნებს. ალბათ, ახლადდაქორწინებული წყვილის  თვითიზოლაციის ასეთი პირობები ბევრისთვის იქნება სანატრელი. თუმცა, როგორც ისინი ამბობენ, ეს ყოველივე შემთხვევითობაა.

 

 

მათი განცხადებით, სასტუმროში ერთი ღამე 750 დოლარი ღირს, მაგრამ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აღნიშნული თანხის გადახდა არ უწევთ.

 

 

ალბათ, სოციალურ ქსელში ბევრჯერ შეგხვდათ შემდეგი შინაარსის სტატუსი: „ნეტავ, სადმე უკაცრიელ კუნძულზე წამიყვანა და კორონავირუსისგან დავიმალებოდი“. მართალია, ამ წყვილს მსგავსი არაფერი უნატრია და მათ, უბრალოდ, თანაცხოვრების დაწყება ლამაზი დღეებით სურდათ, მაგრამ ბევრის ნატვრა სწორედ ოლივიასა და რაულს აუხდათ.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner