logo_geo
eng_logo
გერმანიის რესტორანში, მგლოვიარეებს შეცდომით კანაფის ნამცხვრები მიართვეს
- +

30 ოქტომბერი. 2019. 00:52

 

 

გერმანიაში დაკრძალვის შემდეგ რესტორანში შეკრებილი ადამიანებიდან ნაწილი საავადმყოფოში აღმოჩნდა, ამის მიზეზი კი კანაფისგან დამზადებული ნამცხვრები გახდა, რომელიც მათ ჭამეს. ამის შესახებ ინფორმაციას Dეუტსცჰე ჭელლე ავრცელებს.

 

პოლიციის ცნობით, 13 მგლოვიარე, მათ შორის ქვრივი მოულოდნელად ცუდად გახდა, მათ თავბრუსხვევა და გულისრევა დაეწყოთ. პოლიციის ინფორმაციით შემთხვევა აგვისტოში მოხდა, თუმცა ექსპერტიზის საბოლოო დასკვნას ელოდებოდნენ, რათა მოწამვლის მიზეზი დაედგინათ.

 

მოგვიანებით გაირკვა, რომ რესტორანში "ჰაშიშიანი ნამცხვარი" შემთხვევით აღმოჩნდა. მფლობელმა 18 წლის შვილს შეკვეთილი ნამცხვრის გამოცხობა დაავალა, რაც გოგომ შეასრულა, მაგრამ თან თავისთვისაც გამოაცხო კანაფის ნამცხვრები, რომლის შეჭმასაც სხვაგან გეგმავდა.

 

რესტორნის თანამშრომელმა კი შეცდომით, მგლოვიარეებს ჰაშიშისგან დამზადებული ნამცხვრები მიართვა. 18 წლის გოგოსთან დაკავშირებით ახლა გამოძიება მიმდინარეობს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner