logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: სააკაშვილს ოდესის მერის სავარძელი სურს
- +

4 ნოემბერი. 2019. 23:05

 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა აცხადებს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ქალაქ ოდესის მერობას აპირებს და საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებული აქვს.



"ადგილობრივი არჩევნები უკრაინაში კი 2020 წელს გაიმართება. 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიამ "РУХ НОВИХ СИЛ МИХАЙЛА СААКАШВІЛІ" 30 მილიონი უკრაინელი ამომრჩევლისგან 67,740 ხმა მიიღო. ოდესაში 525 ათასი ამომრჩეველია და 250 ათასი რეგულარულად მიდის არჩევნებზე. გამოდის, რომ ერთ ქალაქში იმაზე ორჯერ მეტი ხმა უნდა აიღოს, ვიდრე მთელს უკრაინაში აიღო წელს", - წერს ირაკლი გოგავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

მისივე შეფასებით სააკაშვილის ამოცანა რთულია, თუმცა ორ ძალას შეუძლია მისი დახმარება:

 

  1. ხელისუფლება ანუ კოლომოისკი, რომელმაც პოროშენკოსთვის მაქსიმალური ზიანის მიყენების ამაგი დაუფასა და დააბრუნა უკრაინაში
  2. რუსეთი, რომელსაც დიდი გავლენა აქვს ოდესის პრორუსულ ელექტორატზე. 2003 წელს რუსეთი მას დაეხმარა საქართველოში და ხელისუფლებაში მოიყვანა, თუმცა მოკავშირეობა სულ 2 წელს გაგრძელდა.

"ვნახოთ, რომელი ძალა დაეხმარება სააკაშვილს ოდესურ ოდისეაში", - წერს გოგავა.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner