logo_geo
eng_logo
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 840-მდე გაიზარდა
- +

26 მარტი. 2020. 12:43

 

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების უკვე 840 შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული, ორი ინფიცირებული გარდაიცვალა. ინფორმაცია კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში დაადასტურეს.

 

ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ინფიცირების ახალი შემთხვევები დაფიქსირდა რუსეთის 18 რეგიონში. მთლიანად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ინფიცირება დადასტურდა 56 რეგიონში. ამ მომენტისთვის გამოჯანმრთელდა 38 ინფიცირებული. მოსკოვში სულ 546 შემთხვევაა დადასტურებული, 136 შემთხვევა ბოლო 24 საათის განმავლობაში.

 

რუსეთში, პრეზიდენტ პუტინის ბრძანების თანახმად, 28 მარტიდან 5 აპრილამდე არასამუშაო კვირა გამოცხადდა. 27 მარტიდან ჩერდება ავიამიმოსვლა ყველა ქვეყანასთან. მოსკოვის მერის სერგეი სობიანინოვის განცხადებით, შემდეგ კვირაში მოსკოვში დაიხურება საზკვების ყველა ობიექტი, სავაჭრო ცენტრები, პარკები, ასევე, ის მაღაზიები, რომლებიც პირველადი მოხმარების საქონლით არ ვაჭრობენ.

 

right_banner
არქივი
right_banner