logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი ნიკოლ ფაშინიანს და ილჰამ ალიევს ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხებას ულოცავს
- +

26 ოქტომბერი. 2020. 10:57

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მიულოცა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმზე შეთანხმება. როგორს ტრამპი ტვიტერზე წერს, ბევრი სიცოცხლე გადარჩება და ამაყობს თავისი გუნდით და სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს, მისი მოადგილის, სტივენ ბიგანის და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ გაწეული სამუშაოთი.

 

„ვულოცავ სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს, რომლებიც შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ბევრი სიცოცხლე გადარჩება, ვამაყობ ჩემი გუნდით, სახელმწიფო მდივნით - მაიკ პომპეოთი,  სტივ ბიგანით [აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე] და ეროვნული უშიშროების საბჭოთი, რომ ეს შეთანხმება შედგა!“- წერს დონალდ ტრამპი.

 

 

right_banner
არქივი
right_banner