logo_geo
eng_logo
იტალიელებს მოუწოდებენ, საზღვარგარეთ მოგზაურობისგან თავი შეიკავონ
- +

27 ოქტომბერი. 2020. 00:15

 

 

იტალიელებს მოუწოდებენ, საზღვარგარეთ მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. შესაბამისი განცხადება იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

 

როგორც უწყებაში აცხადებენ, ევროპაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის უკიდურესად გაუარესების გამო, იტალიის მოქალაქეებმა თავი უნდა შეიკავონ სხვა ქვეყნებში გამგზავრებისგან, თუ ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს.

 

„ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები რაოდენობის გათვალისწინებით, მოგზაურობაზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება გამორიცხული არ არის და შესაბამისად, იტალიელების სამშობლოში დაბრუნება რთული იქნება“, – ნათქვამია იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ანალოგიური რეკომენდაცია მოქმედებს ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოებში გამგზავრების მსურველთათვის.

 

იტალიაში ბოლო დღეებში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მატულობს. ანალოგიური მდგომარეობაა ევროპის სხვა სახელმწიფოებშიც.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner