logo_geo
eng_logo
უფლებადამცველთა მონაცემებით, მინსკში აქციებზე 300 ადამიანი დააკავეს
- +

27 ოქტომბერი. 2020. 02:02

 

 

ფლებადამცველი ორგანიზაციების მონაცემებით, ბელარუსის დედაქალაქში გამართულ საპროტესტო აქციებზე 300 ადამიანი დააკავეს. ბელარუსში დღეს გაფიცვები და მიტინგები გაიმართა.

 

დემონსტრაციების მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ბელარუსის ოპოზიციის ლიდერ სვეტლანა ციხანოვსკაიას მიერ ალექსანდრ ლუკაშენკოსთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა.

 

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალმა“ მოუწოდა ბელარუსის მთავრობას, შეწყვიტოს ძალის გამოყენება, როგორც ქუჩაში, ისე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ასევე გაფიცული მუშების წინააღმდეგ.

 

როგორც ადგილობრივი მედია უფლებადამცველებზე დაყრდნობით წერს, მინსკის გარდა, დემონსტრანტები დააკავეს ბრესტში, ვიტებსკში, გომელსა და სხვა ადგილებში.

 

შეგახსენებთ, რომ ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში გამარჯვებულად ალექსანდრ ლუკაშენკო მეექვსედ გამოაცხადა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner