logo_geo
eng_logo
ნიკოლ ფაშინიანის მეუღლის განცხადებით, ის ომში მიდის
- +

27 ოქტომბერი. 2020. 13:26

 

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მეუღლე, 42 წლის ანა აკოპიანი აცხადებს, რომ  რამდენიმე დღეში საზღვრების დასაცავად გაემგზავრება.

 

„ხვალიდან, 13 ქალისგან შემდგარი რაზმი, მათ შორის მე, დავიწყებთ სამხედრო სწავლებებს. რამდენიმე დღეში ჩვენი საზღვრების დასაცავად გავემგზავრებით. ჩვენს სამშობლოს და ღირსებას მტერს არ დავუთმობთ“, – წერს აკოპიანი სოციალურ ქსელში.

 

ინფორმაციისთვის, აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს სომხეთის შეიარაღებული ძალები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ იცავდნენ. როგორც ბაქოში ამბობენ, 27 ოქტომბერს ღამით აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ფრონტის ხაზის სხვადასხვა მიმართულებით ცეცხლს სხვადასხვა სახის შეიარაღებიდან უხსნიდნენ.

 

კონფლიქტის ზონაში არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროც. მათი ცნობით, ფრონტის ხაზზე სიტუაცია სტაბილურად დაძაბულია და მოწინააღმდეგე კვლავაც უხსნიდა ცეცხლს მშვიდობიან დასახლებებს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner