logo_geo
eng_logo
ოქსფორდის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი: 6 თვის განმავლობაში ჩOVID-19-ით რეინფიცირების შანსი ნაკლებია
- +

21 ნოემბერი. 2020. 23:06

 

 

COVID-19-ის დამარცხებიდან 6 თვის განმავლობაში რეინფიცირების შანსი ნაკლებია. ამის შესახებ ოქსფორდის უნივერსიტეტი და ოქსფორდის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი იუწყება.

 

სპეციალისტების მიერ წარმოდგენილი კვლევა 2020 წლის აპრილიდან ნოემბრამდე დიდ ბრიტანეთში მედპერსონალს შორის ჩატარებული ტესტების შედეგებს ეყრდნობა.

 

12 180 ადამიანს, ვისაც პანდემიის დროს ე.წ. ფრონტის წინა ხაზზე უწევს მუშაობა, რეგულარულად უტარდებოდა ტესტი ანტისხეულებზე.

 

„ჩვენი კვლევა ჯანდაცვის სექტორში მომუშავე საკმაოდ დიდი რაოდენობით პირის მონაცემებს ეყრდნობა და ამის საფუძველზე შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ უმეტეს შემთხვევაში რეინფიცირებას გამოჯანმრთელებიდან 6 თვეში ადგილი არ ჰქონია.

 

ეს ძალიან კარგი ამბავია, რადგან შეგვიძლია დარწმუნებით განვაცხადოთ, რომ მოკლე ხანში ჩOVID-19-ით ხელახალი ინფიცირების საშიშროება არ არის. ანტისხეულების მაჩვენებელი ცვალებადია, მაგრამ კვლევა ცხადყოფს, რომ პაციენტი იმუნიტეტს გამოიმუშავებს“, - განაცხადა ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა დევიდ იერიმ.

 

1 246-დან, 3 ექიმი, ვისაც ანტისხეულები აღმოაჩნდა COVID-19- ით დაინფიცირდა, მაგრამ მათ გართულებები არ ჰქონიათ და ბოლომდე უსიმპტომო პაციენტების სტატუსი შეინარჩუნეს.

 

კვლევის 11 052 მონაწილიდან 89 ექიმი, ვისაც ანტისხეულები არ აღმოაჩნდა, დაინფიცირდა და მათ ვირუსის მკვეთრად გამოხატული სიმპტომები ჰქონდათ.

 

დიდ ბრიტანეთში სპეციალისტები აგრძლებენ კვლევას, რათა დაადგინონ თუ რამდენ ხანს გასტანს ყოფილ პაციენტებში იმუნიტეტი.

 

რეინფიცირების შესახებ ინფორმაციას ყველა ქვეყანა აგროვებს. ექსპერტები ამბობენ, რომ მონაცემები ანალიზსს საჭიროებს და 6 თვეში უფრო მეტი მასალა იქნება დასკვნების გასაკეთებლად.

 

ამ დროისათვის, ჰონგ-კონგში 33 წლის პაციენტი კორონავირუსის პირველი სამედიცინო ისტორიიდან 142 დღეში დაინფიცირდა, მაგრამ მეორედ ინფიცირების დროს პროცესი უსიმპტომოდ წარიმართა.

 

25 წლის პაციენტი ვირუსის დამარცხებიდან 48 დღეში ხელახლა დაინფიცირდა ნევადაში, აშშ-ში. ორივე ეპიზოდში სიმპტომები ჰქონდა და მეორე შემთხვევაში მისი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.

 

52 წლის პაციენტის რეინფიცირება 93 დღეში მოხდა ბელგიაში. არც ერთ ეპიზოდში მას მკვეთრად გამოხატული სიმპტომები არ ჰქონია. 46 წლის კაცის ტესტმა კორონავირუსზე უარყოფითი პასუხიდან 63 დღის ისევ პოზიტიური პასუხი აჩვენა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner