logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: ნატოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, კიდევ უფრო განმტკიცდეს, მოიპოვოს ნდობა და გაძლიერდეს
- +

20 თებერვალი. 2021. 12:32

 

 

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, კიდევ უფრო განმტკიცდეს, მოიპოვოს ნდობა და გაძლიერდეს.

 

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ნატო 2030-ზე და აღნიშნა, რომ ალიანსის მომავლისთვის ამბიციურ დღის წესრიგზე მუშაობენ.

 

"ევროპამ და ჩრდილოეთ ამერიკამ უნდა დაიცვან საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული წესრიგი, რაც გამოწვევის წინაშე დგას ავტორიტარი ქვეყნების მიერ. ჩინეთი და რუსეთი ცდილობენ, გადაწერონ ის გზა, რათა ხელი შეუწყონ საკუთარ ინტერესებს“ – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner