logo_geo
eng_logo
ვლადიმირ პუტინი: ევროპაში უნდობლობის ზრდის მთავარი მიზეზი NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებაა
- +

22 ივნისი. 2021. 14:07

 

 

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, ევროპაში უნდობლობის ზრდის მთავარი მიზეზი NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებაა.

 

როგორც რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, „NATO-ს გაფართოებამ ფაქტობრივად დაასამარა იმედი, რომ ევროპა იქნებოდა გამყოფი ხაზების გარეშე“.

 

„NATO-ს გადაადგილება აღმოსავლეთით დაიწყო იმით, რომ საბჭოთა მთავრობამ ფაქტობრივად დაარწმუნა გაერთიანებული გერმანია, გაწევრიანებულიყო NATO-ში. სწორედ ამით დაიწყო ევროპაში უნდობლობის სწრაფი ზრდა“, – განაცხადა პუტინმა.

 

პუტინის თქმით, „ბევრი ქვეყანა ევროპაში ხელოვნური არჩევნის წინაშე დააყენეს – ყოფილიყვნენ კოლექტიურ დასავლეთთან ან რუსეთთან“. „ფაქტობრივად, ეს იყო ულტიმატუმი“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

 

„უკრაინის მაგალითზე ჩანს, სადამდე მიგვიყვანა ასეთმა აგრესიულმა პოლიტიკამ“, – განაცხადა პუტინმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner