logo_geo
eng_logo
ევროკავშირი სომხეთის პოლიტიკურ ძალებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს
- +

22 ივნისი. 2021. 14:25

 

 

ევროკავშირი სომხეთის პოლიტიკურ ძალებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს, რათა მათ ერთად იმუშაონ ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების ეფექტურად გასაჭრელად.

 

„ევროკავშირი მზადაა, დაეხმაროს სომხეთის რესპუბლიკას სტაბილური, დემოკრატიული და წარმატებული მომავლის მშენებლობაში. ველით მჭიდრო თანამშრომლობას სომხეთის ყველა ინსტიტუტთან, მათ შორის ახალარჩეულ პარლამენტთან და მთავრობასთან. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, გააერთიანონ თავიანთი ძალისხმევა, რათა ერთად იმუშაონ ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების ეფექტურად გადასალახად. თავის მხრივ ევროკავშირი მზადაა, გააძლიეროს ორმხრივი ურთიერთობები სომხეთის რესპუბლიკასთან, დაეხმაროს ქვეყანას რეფორმების განხორციელებაში და განავითაროს საერთო ვალდებულებები მხარეთა შორის“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner