logo_geo
eng_logo
საფრანგეთი „თალიბანს“ ტყუილში ადანაშაულებს
- +

12 სექტემბერი. 2021. 11:23

 

 

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ ტყუილში დაადანაშაულა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

 

მისი განცხადებით, თალიბები ამბობდნენ, რომ ზოგიერთ უცხოელსა და ავღანელს ქვეყნის თავისუფლად დატოვების საშუალებას მისცემენ და ავღანეთში ინკლუზიურ და წარმომადგენლობით მთავრობას ჩამოაყალიბებენ, თუმცა ეს დაპირებები არ შესრულებულა.

 

ჟან-ივ ლე დრიანმა ​აღნიშნა, რომ საფრანგეთი არ აღიარებს „თალიბანს“ და მასთან არანაირ ურთიერთობებს არ დაამყარებს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner