logo_geo
eng_logo
ბაიდენი პეტრო პოროშენკოს და არსენ იაცენიუკს გაერთიანებისკენ მოუწოდებს
- +

21 თებერვალი. 2016. 00:53


 

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს და პრემიერმინისტრს არსენ იაცენიუკს სამთავრობო კოალიციისა და რეფორმების ირგვლივ დაკავშირებულ საკითხებზე გაერთიანებისკენ მოუწოდა. როგორც BBC წერს, ბაიდენმა უკრაინის მაღალჩინოსნებთან სატელეფონო საუბარი გამართა და მათ ადგილობრივი ძალებით საზოგადოების ნდობის აღდგენისკენ მოუწოდა.

 

 

თეთრი სახლის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბაიდენმა აღნიშნა, რომ უკრაინის მთავრობა უნდა გაერთიანდეს, რათა დაიბრუნოს საზოგადოების ნდობა და ასევე უნდა გააძლიეროს ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ.

 

 

უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში კონფლიქტის განხილვისას, ბაიდენმა აღნიშნა, რომ მინსკის შეთანხმების შესრულება არის ერთადერთი გამოსავალი.

 

 

ბაიდენმა უკრაინელებს ასევე მიულოცა რევოლუციის მეორე წლისთავი და აღნიშნა, რომ შთამბეჭდავია ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ ამ პერიოდის განმავლობაში მიაღწია.






 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner